ავტორი:

"გათხოვებიდან მეორე დღეს მოვწყდი ოჯახს, სამეგობროს..." - პოპულარული "ინფლუენსერის" ცხოვრება სოცქსელებს მიღმა: მარიამ გველესიანი პირადსა და ბოლო დროის მძიმე პერიოდზე

"გათხოვებიდან მეორე დღეს მოვწყდი ოჯახს, სამეგობროს..." - პოპულარული "ინფლუენსერის" ცხოვრება სოცქსელებს მიღმა: მარიამ გველესიანი პირადსა და ბოლო დროის მძიმე პერიოდზე

ცნობილი მოდელი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინფლუენსერი მარიამ გველესიანი 2022 წლის სექტემბერში ფეხბურთელ გიორგი პაპავაზე დაოჯახდა და ქორწილის მეორე დღეს საცხოვრებლად უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გადავიდა, სადაც მისი მეუღლე აგრძელებს სპორტულ კარიერას.

• ახლა მარიამი თბილისშია და მიღებული ტრავმის გამო რეაბილიტაციას გადის. კიდევ ერთი თვე და შემდეგ ისევ უზბეკეთში მეუღლესთან დაბრუნდება.

მარიამს ინსტაგრამზე 230 ათასი გამომწერი ჰყავს, მისი პოსტები ყოველთვის აქტუალურია და გამომწერებს განსაკუთრებულად უყვართ.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი ტკივილი ასეთი ძლიერი თუ შეიძლება ყოფილიყო... არც ამ ვიდეოში და ვერც ტექსტში გადმოვცემ რა გავიარე ამ 2 თვეში, რომელიც ჩემთვის 2 წელს უდრიდა. 1 დიდი და სრული ნაბიჯი უკვე გადავდგი, ჯერ არაფერი დასრულებულა, კიდევ 1 თვე დამრჩა, ფინალთან ძალიან ახლოს ვარ. დავიღალე… სული დამეღალა, მაგრამ არ მაქვს დანებების უფლება, ამ ჩემთვის გაჭედილ დროში იმდენი ვიბრძოლე საკუთარ თავთან! ეს მხოლოდ მე ვიცი და სხვა არავინ, მაგრამ ნამდვილად ღირდა, რადგან მგონი გამომდის რაზეც ყოველ ღამე ვლოცულობ...“ - წერს მარიამი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ბოლო პოსტზე...

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Mariam Gvelesiani (@mariam.gvelesiani)

- მარიამ, ტრავმის გამო, ახლა საქართველოში ხართ და რეაბილიტაციას გადიხართ, როგორ გრძნობთ თავს, როდის ბრუნდებით უზბეკეთში მეუღლესთან?

- კოჭის, წვივის და ტერფის მოტეხილობა მივიღე და ამ მიზეზით მოვხვდი საავადმყოფოში. ოპერაცია დამჭირდა, ამ თემაზე არ მინდა დეტალურად საუბარი, ახლა ბევრად უკეთ ვარ, რეაბილიტაცია გრძელდება, დაახლოებით ერთ თვეში სრულად გავივლი.

- ერთ-ერთი პირველი ქართველი ინფლუენსერი ხართ, როგორ დაიწყო სოციალურ ქსელში თქვენი აქტიურობა, რამაც 230 ათას გამომწერამდე მიგიყვანათ?

- თავიდან ყველაფერი ბუნებრივად დაიწყო, თითქოს არაფერს განსაკუთრებულად არ ვაკეთებდი. ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობიდან ამბებს ვტვირთავდი სოციალურ ქსელში. მალე ამ ყველაფერმა გამომწერების ყურადღება მიიქცია და რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ამას სერიოზული სახე მიეცა. ერთი დღეს „სთორის“ ან პოსტს თუ არ დავდებდი, ხალხი უკვე პირადში მწერდა და მომიკითხავდნენ ხოლმე. შემდეგ დავიწყე უკვე კონტენტის გადაღება, მაგრამ დღემდე ჩემ ხაზს არ ვკარგავ, ხშირად ვაქვეყნებ ჩემს ყოველდღიურობაზე, ვწერ დღის გეგმებს, რას ვაკეთებ იმის შესახებ. რაც არ უნდა გაპრანჭული ფოტო დავდო ფოტოსესიიდან, ჩემი "ინსტაგრამის" სთორებში მაინც ყოველდღიურობაა.

- როდის მიხვდით, რომ ცხოვრება საჯარო გახდა...

- ამას ცოტა გვიან მივხვდი და მაშინ გავაანალიზე, როცა რაღაცებზე დაგვიანებული რეაქციები მქონდა. ხალხი პირადში მწერდა, მოითხოვდა ხოლმე ჩემს რეაქციებს სხვადასხვა თემებზე. ახლაც ყოველთვის ისე ხდება, რომ უფრო მეტს მოითხოვენ ჩვენგან, ვიდრე თავად აკეთებენ.

- ახლა მახსენდება, ქვეყანაში ტრაგიკული დღეების ან პოლიტიკური პროცესების დროს როგორ აკრიტიკებდნენ "ინფლუენსერებს", რომლებიც არ ეხმაურებოდნენ მიმდინარე მოვლენებს და ამ დროს სენდვიჩს არეკლამებდნენ...

- ჩემს მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არ ყოფილა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი მხრიდან თუ შედეგს გამოიღებს, გავაკეთო კომენტარი. არ მახსენდება, რომ რამეზე არ მქონოდეს რეაქცია. ერთხელ მახსოვს, უზბეკეთში რომ ვცხოვრობდი იმ პერიოდში, ქართულ არხებს საერთოდ არ ვადევნებდი თვალს. მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელშიც არ ვიყავი შესული და საღამოს ინსტაგრამზე რომ შევედი, უამრავი ადამიანი მწერდა, რატომ არ გავაკეთე კომენტარი, თუ არ ვცდები, დაკარგულ ბავშვს ეძებდნენ.

- თქვენი, "ინფლუენსერების" ცხოვრება გარედან ძალიან ლამაზი ჩანს, თითქოს ყველაფერი უფასოდ გაქვთ, კომპანიები გიგზავნიან საჩუქრებს...

- ამ უფასოს მიღმა "ინფლუენსერები" ძალიან ბევრს შრომობენ. თუ ვიღაც მიდის სამსახურში მუშაობს და ამაში იღებს ანაზღაურებას, ჩვენი ცხოვრება ასეა, შეიძლება აიღო ანაზღაურება ან დათანხმდე ბარტერს. ეს ჩვეულებრივი სამსახურია და არ ვიცი, რა არის ამაში გამაღიზიანებელი, ამ უფასოს მიღმა შრომა დევს.

- ქართული ბაზარი რამდენად კეთილია, თუ გყოლიათ განაწყენებული მომხმარებლები...

- არასოდეს მქონია ისეთ კომპანიებთან შეხება, შემდეგ უკმაყოფილო რომ დარჩენილიყო. მაქსიმალურად ვცდილობ დავაკმაყოფილო მათი მოთხოვნები, ეს ჩემს ინტერესებში შედის და მომავალშიც ვითანამშრომლებ.

- საჯარო იყო თქვენი პირადი ცხოვრება, შეყვარებულობის პერიოდი, ხელის თხოვნა, დაოჯახება. დღეს როგორ ცხოვრობთ, როგორია ფეხბურთელის ცოლობა?

- საკმაოდ რთულია, რადგან გვიწევს ძირითადად დისტანციაზე ყოფნა, თან ამ პერიოდში ტრავმა მაქვს მიღებული და უზბეკეთში ვერ ჩავდივარ. გიორგი იქ ცხოვრობს და თამაშობს. თუ ბოლომდე არ გავიარე რეაბილიტაცია, ისე ვერ ჩავალ, თან ვიცი, რომ აქ კარგი ექიმები გვყავს და რეაბილიტოლოგები. ისე აღმოჩნდა, რომ ჩემი ოპერაციიდან ერთ კვირაში მოუწია წასვლა. მას შემდეგ არ მინახავს, თვითონაც ვერ შეძლო ჩამოსვლა. შეყვარებულობის პერიოდშიც ხშირად გვიწევდა შორ მანძილზე ყოფნა, ერთად როცა ვართ დღის მანძილზე ვარჯიშზეა, საღამოს დაღლილი მოდის, დასვენება სჭირდება, ნამდვილად არ არის მარტივი. თავისი გრაფიკი აქვს, ცხოვრების რიტმი და სტილი, უნდა აუწყო ფეხი, სხვანაირად არ გამოვა. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველაფერი დავუთმო, რაც ჩემზეა დამოკიდებული.

- უზბეკეთში არ გიჭირდათ ცხოვრება, უცხო გარემოში?

- ეგ პერიოდი, რომელიც ისევ უნდა გავიარო, ძალიან რთული იყო ჩემთვის. ყველაფერს მოვწყდი. გავთხოვდი და მეორე დღეს ეგრევე მოგვიწია წასვლა, რადგან ვარჯიში ეწყებოდა. მოვწყდი ოჯახს, სამეგობროს, საქართველოს, თბილისს, ყველაფერს ერთად გამოვეთიშე, მოვხვდი სამყაროში, სადაც არავის არ ვიცნობდი. ახლა შემოემატნენ ქართველი ბიჭებიც, მაგრამ არცერთი არ არის დაოჯახებული. მთელი დღე სახლშიც მარტო ვიყავი და მე მარტო დარჩენის სიგიჟემდე მეშინია, მითუმეტეს უცხო ქვეყანაში. როგორ გადავიტანე ვერ ვხვდები, მაგრამ მივეჩვიე, გავიცანი გიორგის გუნდელების მეუღლეები. ყოველ კვირას ვცდილობთ სადმე გავიდეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის ხალხთან ურთიერთობა, ამის საშუალებას კი სოციალური ქსელი მაძლევს.

- როდისმე სოციალურ ქსელზე დამოკიდებულად თუ გიგრძნიათ თავი?

- არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ არასოდეს მიმიქცევია ყურადღება რამდენი ადამიანი მოიწონებს ჩემს პოსტს და არც გამომწერების რიცხვია მნიშვნელოვანი. მე ძალიან მსიამოვნებს უკურეაქციები, ამაზე ნამდვილად დამოკიდებული ვარ. ამბობენ ხოლმე, ინსტაგრამი რომ გაუქმდეს მერე რა გეშველებათო. არა უშავს, სხვა სოციალური ქსელი იქნება და ისევ იმდენი გამომწერი თუ არ მეყოლება, რამდენიც იქნებიან, მათთან მექნება ურთიერთობა.