ავტორი:

2022 წლის ბოლოს აშშ ემზადებოდა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა - "შიში ეფუძნებოდა გარკვეულ ინფორმაციას": რას წერს CNN?

2022 წლის ბოლოს აშშ ემზადებოდა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა - "შიში ეფუძნებოდა გარკვეულ ინფორმაციას": რას წერს CNN?

2022 წლის ბოლოს, შეერთებული შტატები ელოდა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ბაიდენის ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ეს ჰიროშიმასა და ნაგასაკის შემდეგ, ომში ატომური იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევა იქნებოდა.

ის, რამაც ბაიდენის ადმინისტრაცია მიიყვანა ასეთ შეფასებამდე, იყო არა ერთი ინდიკატორის, არამედ მოვლენების, ანალიზისა და, რაც მთავარია, ახალი დაზვერვის ერთობლიობა.

”ასე გვჯეროდა და ვფიქრობ, რომ ჩვენი უფლებაა, მკაცრად მოვემზადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს. შიში არ იყო მხოლოდ ჰიპოთეტური - ის ასევე ეფუძნებოდა გარკვეულ ინფორმაციას, რომელსაც ვფლობდით. იძულებულები ვიყავით, დაგვეგეგმა როგორ მოვიქცეოდით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ატომურ იარაღს ნამდვილად გამოიყენებდა", - განაცხადა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, 2022 წლის შემოდგომამდე, ეროვნული უშიშროების საბჭომ შეხვედრა რამდენჯერმე გამართა.

გარდა ამისა, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ უკრაინაზე ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა რუს ოფიციალურ პირებს შორის განიხილებოდა. CNN-ის წყარომ თქვა, რომ არსებობდა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დისკუსიები იყო „რუსული სისტემის ქვედა დონეზე“.

თუმცა, აშშ-ის დაზვერვას არ აღმოუჩენია იმის მტკიცებულება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას ნამდვილად აპირებდა.