ავტორი:

18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ ერთ ხაზზე - რომელ მარშრუტზე გადაიყვანს ის მგზავრებს

18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ ერთ ხაზზე - რომელ მარშრუტზე გადაიყვანს ის მგზავრებს

18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურება და დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან ბარათაშვილის ქუჩამდე გადაიყვანს.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს.

„როგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ თავდაპირველად სწორედ ის ოთხი მარშრუტი შევარჩიეთ, რომელზეც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება და გადავწყვიტეთ, სწორედ ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა დატვირთვა. N302 და N308 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე მოძრაობენ; 9 მარტიდან, როგორც მოგახსენეთ, ავტობუსები გავა N314-ზე, ხოლო 16 მარტიდან - N301-ზე“, - განაცხადა კალაძემ. წაიკითხეთ ვრცლად