ავტორი:

ქეით მიდლტონის პირველი ფოტო "გაუჩინარების" შემდეგ - რას წერს უელსის პრინცესა

ქეით მიდლტონის პირველი ფოტო "გაუჩინარების" შემდეგ - რას წერს უელსის პრინცესა

უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონის გამო, ბოლო კვირებია მისი ათასობით გულშემატკივარი შეშფოთებულია. საქმე ისაა, რომ ქეითი 2023 წლის დეკემბრის შემდეგ არ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე.

სოციალურ ქელებში ქეითზე არაერთ შეთქმულების თეორიას წაიკითხავთ, რომელთა შორის, უმეტესობა ღიმილის მომგვრელია, თუმცა იმდენად ბევრს წერენ ამ თემაზე და საზოგადოების ინტერესი ისეთი დიდია, რომ როგორც ჩანს ქეითმა გადაწყვიტა, ყველას პასუხი გასცეს.

"ინსტაგრამზე" მან შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"მადლობა კეთილი სურვილებისთვის და მხარდაჭერისთვის ამ ორი თვის განმავლობაში. ბედნიერ დედის დღეს გისურვებთ", - წერს ქეითი.