ავტორი:

სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა ახლომდებარე ხანძრის კერის გამო ფრენები შეაჩერა

სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა ახლომდებარე ხანძრის კერის გამო ფრენები შეაჩერა

სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტმა, უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუშაობა შეაჩერა, განცხადებას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

"მოქალაქეების უსაფრთხო ფრენის უზრუნველსაყოფად პულკოვოს აეროპორტი 10 მარტს, მოსკოვის დროით 17:00 საათზე მუშაობას წყვეტს".

როგორც ცნობილია, მანამდე აეროპორტთან ახლოს მდებარე ვოლხონსკოეს გზატკეცილზე ხანძარი გაჩნდა და სწორედ ეს გახდა ფრენების შეზღუდვის მიზეზი. ხანძრის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული.

აეროპორტში ფრენების შეზღუდვის მოხსნა ხანძრის ლოკალიზების შემდეგ მოხერხდა, ადგილობრივი დროით 18:22 საათზე. მოგვიანებით, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ პულკოვოს აეროპორტში შეზღუდვები უკრაინული დრონების თავდასხმის საპასუხოდ დაწესდა.

წყარო: tass

მოამზადა: ანა სიბოშვილმა