ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის 82 ნომრის მიმდებარედ დაწყებულ მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს, რის გამოც მათ დღეს დილით საავტომობილო გზა გადაკეტეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის იყო მცირე შეხლა-შემოხლა.
პოლიციელები მათ გაყვანას და გზის გათავისუფლებას ცდილობდნენ.
მოსახლეობის თქმით, მშენებლობის გამო გზას აღარ აქვს საჭირო გამტარიანობა. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.