ავტორი:

"ამის ასაშენებლად თანხას 30 წელი ვაგროვებდი" - სოსო პავლიაშვილის მდიდრული სასახლე ქალაქგარეთ: როგორ ცხოვრობს მომღერალი მოსკოვიდან გადასახლების შემდეგ?

"ამის ასაშენებლად თანხას 30 წელი ვაგროვებდი" - სოსო პავლიაშვილის მდიდრული სასახლე ქალაქგარეთ: როგორ ცხოვრობს მომღერალი მოსკოვიდან გადასახლების შემდეგ?

რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მუსიკოსი სოსო პავლიაშვილი მეუღლე ირინასთან და შვილებთან ერთად დიდი ხნის წინ ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად. მაგრამ ეს ასე მარტივი არ ყოფილა, ოჯახმა დაახლოებით 5 წელი დახარჯა იდეალური ბუდის შესაქმნელად. დღეს წყვილი ორსართულიან მდიდრულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც გემოვნებით აქვთ მოწყობილი.

მომღერლისა და მისი მეუღლის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადაწყვიტეს, რა ზომის უნდა ყოფილიყო მათი იდეალური სახლი. შედეგად, არჩევანი 1000 კვადრატულ მეტრზე შეაჩერეს. გარეგნულად სახლი ზღაპრულ სასახლეს მოგვაგონებს, ვიდრე სხვა სასახლეებს, რომლებიც რუსეთის რეგიონში ბევრია. სახლში შეგიძლიათ იხილოთ ძვირადღირებული და ლამაზი ვიტრაჟები, სადაც მზის სხივები იჭრება. ვიტრაჟებთან ერთად სახლში მოხატულ ჭერსა და ბერძნულ სვეტებს ნახავთ.

პავლიაშვილის ცოლი ამბობს, რომ სახლის რემონტისას ყველა წვრილმანი მისი დიზაინით არის გაკეთებული. ქალი კარგად ხატავს და სახლის ერთ-ერთ სიამაყედ სწორედ ნახატების კოლექციას მიიჩნევს. ისინი ყველა ოთახში კიდია. სახლის დიზაინში ხშირად ბევრგან ნახავთ ანტიკურ ვაზებსა და ბალიშებს უჩვეულო დიზაინით.

ქალაქგარეთ გადასვლის მთავარი მიზანი, როგორც სასახლის მფლობელები აღიარებენ, არის ის, რომ ოჯახის ყველა წევრს საკუთარი კუთხე ჰქონოდა. სახლში 7 საძინებელია. ყველა შვილს ცალკე საძინებელი აქვს და ასევე საძინებლები წყვილის მშობლებისთვის.

პირველ სართულზე საერთო ფართია მთელი ოჯახისთვის. აქ შეგიძლიათ იპოვოთ სათამაშო ოთახი და ადგილი სპორტის მოყვარულებისთვის. თავდაპირველად სახლის ამ ნაწილში დიდი ბიბლიოთეკის მოწყობა იგეგმებოდა. გარდა ამისა, სახლში ნახავთ ადგილს კითხვის, ხატვისა და დილის ვარჯიშებისთვისაც კი. სახლში მისაღები და სასადილო ოთახები გაერთიანებულია. ბინის მფლობელების თქმით, ეს ძალიან მოსახერხებელია ოჯახური შეკრებებისთვის.

ერთ-ერთ ინტერვიუში პავლიაშვილი ამბობს, რომ ოცნების სახლისთვის 30 წელი აგროვებდა თანხას.

"მეგობრები დამეხმარნენ, ღმერთმა დალოცოს ისინი. ეს ჩემი ოცნების სახლია", - ამბობს სოსო პავლიაშვილი.

შეიძლება ბევრს გაგიკვირდეთ, მაგრამ წყვილს სასახლის ეზოში ბევრი ქათამი ჰყავს. მათ მომღერლის მეუღლე ირინა უვლის. სოსო ირინას "ქათმების დედოფალს" უწოდებს.

ფერმაში ქათმების ყოლა პოპულარული მომღერლის სურვილიც იყო. ის დიდი ხანია ოცნებობდა მამლების ყივილზე გაღვიძებაზე.

სოსო პავლიაშვილის სახლს საინტერესო აბრა აქვს, წარწერით:

"ღმერთმა მოგვცეს ის, რასაც ვიმსახურებთ."

ამბობს, რომ ეს არის მისი ცხოვრებისეული დევიზი, რომლითაც ცხოვრობს. ეს რა თქმა უნდა, მცირედია სოსო პავლიაშვილის ქონებიდან. მომღერალს აქვს ორი ბინა მოსკოვში, კარაოკე რესტორანი და მშობლების სახლი საქართველოში, მდინარე არაგვის ნაპირზე.