ავტორი:

ნიჟნი-ნოვგოროდში სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია

ნიჟნი-ნოვგოროდში სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე დრონებით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე დღეს დილით დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც, ნავთობგადამამუშავებელ დანადგარში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, გლებ ნიკიტინზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დილით ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს, ახლა ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ და ყველა საჭირო ძალასა და საშუალებას იყენებენ ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ დანადგარში ხანძრის ლოკალიზებისთვის“, - წერს გუბერნატორი "ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.