ავტორი:

"პრინცესამ ჰისტერექტომია გაიკეთა" - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება ქეით მიდლტონზე, რომლის "გაუჩინარების" ამბავიც კვლავ იდუმალებითაა მოცული

"პრინცესამ ჰისტერექტომია გაიკეთა" - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება ქეით მიდლტონზე, რომლის "გაუჩინარების" ამბავიც კვლავ იდუმალებითაა მოცული

მრავალი ვარაუდისა და "შეთქმულების თეორიების“ ფონზე, ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კიდევ ერთი ახალი ვერსია გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ უელსის პრინცესა 2023 წლის დეკემბრის შემდეგ საზოგადოებაში არ გამოჩენილა. როგორც კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ განცხადებაში იყო ნათქვამი, პრინცესამ იანვარში მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა.

  • მას შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა უამრავი ვერსია ქეითის იდუმალებით მოცული "გაქრობის“ შესახებ.

ქეით მიდლტონის მდგომარეობა კვლავ აჩენს კითხვებს. უფრო მეტიც, ბრიტანელებს ახლა ჰგონიათ, რომ უელსის პრინცესას ოფისი მათ სულელებად აღიქვამს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრინცესამ "ინსტაგრამზე" ფოტოშოპით უხეშად დამუშავებული სურათი გამოაქვეყნა და ამის გამო შემდეგ თავის მართლება მოუწია.

  • ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მივიდა მიდლტონი საოპერაციო მაგიდამდე.

იანვრის შუა რიცხვებში კენსინგტონის სასახლემ ქეითის ოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. "ოპერაცია წარმატებით დასრულდა და სავარაუდოდ, უელსის პრინცესა საავადმყოფოში დარჩება 10-14 დღის განმავლობაში, სანამ სახლში დაბრუნდება, რათა გააგრძელოს გამოჯანმრთელების პროცესი. ამჟამინდელი სამედიცინო რჩევებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის აღდგომამდე დაუბრუნდეს საჯარო მოვალეობებს“, - ეს არის ყველაფერი, რაც სამეფო ოჯახმა ქეითის ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას აცნობა.

  • მედიაში ახლახან ქეითის ჯანმრთელობის შესახებ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა:

"ქეითი ნამდვილად ცოცხალია. ამბობენ, რომ გამოჯანმრთელდა ჰისტერექტომიის (საშვილოსნოს ამოღების ოპერაცია) შემდეგ", - წერს დასავლური მედია.

კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქეითს ჩაუტარდა ნისენის ანტირეფლუქსის ოპერაცია. მას მძიმე ორსულობა ჰქონდა საშინელი ტოქსიკოზით, ამის შესახებ ბევრი დაიწერა. ყველაზე ბოროტი ჭორი კი ის არის, რომ ასეთი ტოქსიკოზი ბულემიამ გამოიწვია“, - წერს მედია.