ავტორი:

29 წლის ბრიტანელი მამაკაცი საკუთარი ნიშნობისას გარდაიცვალა - რა მოხდა ნიშნობის ცერემონიაზე

29 წლის ბრიტანელი მამაკაცი საკუთარი ნიშნობისას გარდაიცვალა - რა მოხდა ნიშნობის ცერემონიაზე

ბრიტანელი მამაკაცი, პოლიციის ოფიცერი, საკუთარი ნიშნობის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა - 29 წლის ლიამ ტრიმერი კვირას, დასავლეთ ავსტრალიაში (WA) საკუთარ სახლში გამართულ წვეულებაზე შემთხვევით წაიქცა და საძილე არტერია გადაეჭრა. მედიის ინფორმაციით, უცნობია, როგორ გადაეჭრა არტერია. სავარაუდოდ, წაქცევისას რომელიმე საოჯახო ნივთზე დაეცა.

ახლობლები მის დახმარებას შეეცადნენ, თუმცა ლიამი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. პოლიცია დამატებით დეტალებს არ აკონკრეტებს, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ლიამი საცოლესთან ერთად

”ყველაფერი გაკეთდა მის გადასარჩენად, ეს ძალიან მტკივნეულია. მათ უბრალოდ ამ კოშმარის დავიწყება სურთ" - განუცხადა ორშაბათს ადგილობრივ მედიას კომისარმა პოლკოვნიკმა ბლანჩმა.

ლიამ ტრიმერი 2013 წელს გადავიდა დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიაში, ის პოლიციელი იყო. მანამდე კი დანაშაულებრივი და ტაქტიკური რეაგირების განყოფილებებში მუშაობდა. კოლეგებმა განაცხადეს, რომ იგი "არაჩვეულებრივი ოფიცერი" იყო, რომელსაც "საზოგადოების დახმარება უყვარდა".