ავტორი:

გარდაიცვალა "ერისიონის" მომღერალი

გარდაიცვალა "ერისიონის" მომღერალი

გარდაიცვალა ანსამბლ "ერისიონის“ წევრი მომღერალი ჯემალ მუსერიძე. ამის შესახებ ინფორმაციას ანსამბლის ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.

"გარდაიცვალა "ერისიონის“ ყოფილი მსახიობ-მომღერალი ბატონი ჯემალ მუსერიძე, რომელიც ანსამბლში 20 წელი მღეროდა. იყო იშვიათი ბანის მქონე მომღერალი და უკეთილშობილესი პიროვნება. ანსამბლის სახელით, ვიზიარებთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას" - ნათქვამია განცხადებაში.