ავტორი:

ავიაკატასტროფა რუსეთში - ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა

ავიაკატასტროფა რუსეთში - ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა

ივანოვოს ოლქში "ილ-76“ აფრენისას ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"2024 წლის 12 მარტს, მოსკოვის დროით დაახლოებით, 13:00 საათზე, "ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ივანოვოს ოლქში გეგმური ფრენის განხორციელების დროს აფრენისას ჩამოვარდა.

ბორტზე ეკიპაჟის 8 წევრი და 7 მგზავრი იმყოფებოდა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასი" წერს, ყველა მათგანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ერთ-ერთ ძრავში ხანძრის გაჩენა გახდა.