ავტორი:

"თბილისში ამბობდნენ, რომ თამარს ხშირად ხედავენ სასაფლაოზე, სადაც მისი უახლოესი ადამიანია დაკრძალული" - სად გაქრა გვერდწითელი რუსეთის დატოვების შემდეგ: რას წერს რუსული მედია?

"თბილისში ამბობდნენ, რომ თამარს ხშირად ხედავენ სასაფლაოზე, სადაც მისი უახლოესი ადამიანია დაკრძალული" - სად გაქრა გვერდწითელი რუსეთის დატოვების შემდეგ: რას წერს რუსული მედია?

"ერთ დროს თუ ვინმეს შეეძლო რუსულ სცენაზე ალა პუგაჩოვასთან ნიჭით შეჯიბრება, ეს იყო თამარა გვერდწითელი" - ასე იწყებს სტატიას რუსული მედია, სადაც სვამს კითხვას, თუ სად გაქრა მომღერალი რუსეთის დატოვების შემდეგ.

ბოლო წლებში გვერდწითელის ცხოვრება რთული აღმოჩნდა. რუსეთში დაფასებული ვარსკვლავი არჩევანის წინაშე დადგა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაეტოვებინა ქვეყანა, სადაც ბოლო ათწლეულები ცხოვრობდა და კარიერა აეწყო თუ დარჩენილიყო და პუტინის რეჟიმისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა. არჩევანი უკრაინის სასარგებლოდ გააკეთა და საქართველოში დაბრუნდა, რამდენიმე თვეში კი საყვარელი დედა დაეღუპა.

"18 იანვარს თამარ გვერდწითელს 62 წელი შეუსრულდა. 2022 წელს, რაც მომღერალმა რუსეთი დატოვა, მას შემდეგ საზღვარი აღარ გადაუკვეთია" - წერს რუსული მედია.

მძიმე ავადმყოფობა

2022 წელს ექიმებმა გვერდწითელის დედას, გულის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს. ქალმა გადაწყვიტა დედა საზღვარგარეთ გადაეყვანა სამკურნალოდ. საუკეთესო ვარიანტად კი ისრაელი აირჩია.

ექიმები რამდენიმე კვირის განმავლობაში 83 წლის ქალს გამოჯანმრთელების იმედს არ აძლვდნენ, ინა ვოლფოვნა გარდაიცვალების შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში სოსო პავლიაშვილმა გაავრცელა.

დედის დაკარგვა ნამდვილი დარტყმა იყო მომღერლისთვის. მტკივნეულმა დანაკარგმა ლამის საწოლს მიაჯაჭვა. როგორც მაშინ რუსული მედია წერდა, ორჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რაც შემდგომ გვერდწითელის პროდიუსერმა უარყო.

  • ბოლო წლებში თამარა გვერდწითელისთვის დედის დაკარგვა მეორე მძიმე ტრაგედია იყო. რამდენიმე წლის წინ მომღერალის მეორე ქმარი, გულის შეტევით გარდაიცვალა.

”თამარისთვის დედა მთელი მსოფლიოა. ამ ჭრილობას ვერასდროს ვერავინ მოუშუშებს“, - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

დედასთან ერთად

ბოლო ორი წლის განმავლობაში გვერდწითელმა ნერვიულობის ნიადაგზე წონაში საგრძნობლად დაიკლო. თბილისში ამბობდნენ, რომ პოპ-ვარსკვლავს ხშირად ხედავენ სასაფლაოზე, სადაც მისი უახლოესი ადამიანია დაკრძალული.

"გვერდწითელი უკვე ორი წელია ყოველ კვირას მიდის მშობლის საფლავზე და ყვავილები მიაქვს. რამდენიმე საათი დგას საფლავთან და ბევრს ტირის. ამბობენ, რომ მომღერალმა დედის გვერდით კიდევ ერთი ადგილი იყიდა - ის თავისთვის მოამზადა" - წერს რუსული მედია.

ჯანმრთელობის პრობლემები თუ პროტესტი ომის მიმართ?

თავდაპირველად, რუსულმა საზოგადოებამ თამარ გვერდწითელის კონცერტების გაუქმება დედის გარდაცვალებას დაუკავშირა, მაგრამ ახლა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სცენას დაუბრუნდეს.

მედიაში წერენ, რომ ვარსკვლავი ძალიან გახდა. ამიტომ მისი გაუჩინარება თავდაპირველად ჯანმრთელობის პრობლემებს დაუკავშირეს.

2023 წლის გაზაფხულზე ის აშშ-ში იყო, ზაფხულში მოლდოვაში. შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო ვებერის მიუზიკლში "Sunset Boulevard", რომელიც ერევანში გაიმართა და მომღერლებმა ყაზახეთიდან, საქართველოდან და რუსეთიდან სიმღერები ექსკლუზიურად რუსულ ენაზე შეასრულეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გვერდწითელმა რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მიიღო. თუმცა ამ თემაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

"თამარა მიხაილოვნამ ანტირუსული პოზიცია დაიკავა", - წერს რუსული მედია. მედია წერს, რომ თამარამ რუს პროდიუსერთან ურთიერთობაც გაწყვიტა და ახლა გვერდწითელი უცხოელ აგენტებთან თანამშრომლობს. ის მზადაა გასტროლისთვის ყველგან, გარდა რუსეთისა. მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის იმღეროს რუსებისთვის თბილისში, საამიროებში, სტამბოლში. ის ახლა ძირითადად კორპორატიულ საღამოებზე გამოდის, ამიტომ ცოტა კონცერტები აქვს.

სად წავიდა გვერდწითელი?

ერთ-ერთი მათგანი, ვინც ბოლო დრომდე ამტკიცებდა, რომ გვერდწითელი კონცერტებს არ ატარებდა და საერთოდ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო, მისი კონცერტის დირექტორი სერგეი პუდოვკინია.

"მას აქვს კატასტროფული, საშინელი მდგომარეობა. თამარა მიხაილოვნას დედის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს და მე არ ვიცი როგორ დავეხმარო. ის ტირის გაუჩერებლად. რაღაც ძალიან საშინელი ხდება. ის საქართველოშია“, - განაცხადა ვარსკვლავის ასისტენტმა.

თუმცა როგორც ზევით ვწერდით, ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა და მომღერალი ევროპაში კორპორატიულ ღონისძიებებზე გამოსვლისას ნახეს. ზოგიერთი ცნობით, მომღერალმა უცხოთში კონცერტში სამ საათში 50 ათას ევრომდე ჰონორარი გამოიმუშავა. გვერდწითელმა ბოლო კონცერტი 2023 წელს გამართა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში.

ახლა გვერდწითელის ძირითადი საცხოვრებელი თბილისია. ცნობილია, რომ მას კუს ტბიდან არც თუ ისე შორს, ორი მდიდრული სასახლე აქვს, რომელიც მაღალი მესერით არის დაფარული. ბაღში შადრევნებია, პერიმეტრზე კი ნაძვის ხეებია დარგული.