ავტორი:

მალე თბილისის ზოოპარკში ჟირაფები დაიდებენ ბინას - რას ამბობს ზურაბ გურიელიძე?

მალე თბილისის ზოოპარკში ჟირაფები დაიდებენ ბინას - რას ამბობს ზურაბ გურიელიძე?

მალე თბილისის ზოოპარკში ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება, ანუ ისტორიაში პირველად დაიდებენ ბინას ეს ცხოველები ჩვენს ზოოპარკში. გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა, 5 ჟირაფის ჩამოყვანაა დაგეგმილი. როდის შეგვეძლება უკვე მათ სანახავად მისვლა, ამის თაობაზე ზოოპარკის დირექტორს ზურაბ გურიელიძეს ვკითხეთ.

- დიახ, საქართველოში ჟირაფების ჩამოყვანა ნამდვილად იგეგმება, თუმცა ეს არც ისე მარტივი პროცესიაა, დაწყებულია სპეციალური ვოლიერის მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

მოსაგვარებელი დარჩება მხოლოდ მოლაპარაკება ევროპის ზოოპარკების მფლობელებთან, რომლებიც მოაწყობენ შეკრებას და განიხილავენ საქართველოსთვის ჟირაფის გადმოცემის თემას, რის შედეგადაც დაახლოებით სექტემბრისთვის დაზუსტებით გვეცოდინება ამ ცხოველის ჩამოყვანასთან დაკავშირებით დეტალები. მათი ტრანსპორტირებაც საკმაოდ რთული და ძვირადღირებული საქმეა. ამასთანავე სპეციალურად გადამზადდებიან ჩვენი თანამშრომლებიც.

ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი