ავტორი:

ოზურგეთში 32 წლის კაცს შვილის მეგობარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რას ამბობს ბრალდებულის მეუღლე?

ოზურგეთში 32 წლის კაცს შვილის მეგობარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რას ამბობს ბრალდებულის მეუღლე?

ოზურგეთში 32 წლის კაცი დააკავეს, რომელსაც შვილის მეგობარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 15 წლის მოზარდის ინფორმაციით, კლასელის მამა სექსუალური ძალადობის გარდა, მას ნარკოტიკული ნივთიერების მიღებასაც აიძულებდა.

"ტვ პირველს" დაკავებულის მეუღლე უყვება, რომ დაზარალებული გოგონა მას დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

"ეს ბავშვი მე დამიკავშირდა, სოციალურად დაუცველი იყო, უჭირდა, ამბობდა, დედაჩემი საჭმელს არ მაჭმევსო, სკოლისთვის ჩასაცმელი არ ჰქონდა. შესაბამისად, დავეხმარე. გულჩათხრობილი ბავშვი იყო, არაფერს გვეუბნებოდა. დედაჩემის თანხმობით რჩებოდა ჩვენთან.

რამდენიმე დღის წინ, პოლიცია შემოვიდა ჩვენს საცხოვრებელში, მოსაწევს ვეძებთო. სამმართველოში რომ მივედით, ჩემი მეუღლის დაკითხვა რომ დასრულდა, იქ მითხრეს, რომ დაკავცებული იყო გაუპატიურების მუხლით.

ვუთხარი, რომ მეორე ადამიანი შეწირეთ ამ ბავშვის ენითთქო. არ ვიცი, რატომ გააკეთა (იცრუა) ამ ბავშვმა. ჩამს მეუღლეში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ"- ამბობს დაკავებულის ცოლი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. პოლიციამ მამაკაცი რამდენიმე დღის წინ დააკავა.