ავტორი:

”მზად ვართ სერიოზული საუბრისთვის და გვინდა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ" - რას ამბობს პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკების შესახებ

”მზად ვართ სერიოზული საუბრისთვის და გვინდა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ" - რას ამბობს პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკების შესახებ

"რუსეთი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ისინი უნდა იყოს დაფუძნებული რეალობაზე და არა ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების შემდეგ გაჩენილ სურვილებზე", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, ვართ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, არა ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების შემდეგ წარმოქმნილი გარკვეული სურვილების საფუძველზე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც განვითარდა,“ - აღნიშნა პუტინმა.

  • მისი მტკიცებით, მოლაპარაკებები არ არის პაუზა კიევის გადაიარაღებისთვის, არამედ სერიოზული საუბარი რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის ჩათვლით.

”მზად ვართ სერიოზული საუბრისთვის და გვინდა ყველა კონფლიქტი, და განსაკუთრებით ეს კონფლიქტი, მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ, მაგრამ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის პაუზა, რომლის გაკეთებაც მტერს სურს გადაიარაღებისთვის და ეს არის სერიოზული საუბარი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიებით“, - განაცხადა პუტინმა.