ავტორი:

როდის ვეუბნებით უარს პაციენტს თმის გადანერგვაზე და რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი - "დეამედის“ პლასტიკური ქირურგის, პროფესორის დეა პაპასკირის რჩევა-რეკომენდაციები

როდის ვეუბნებით უარს პაციენტს თმის გადანერგვაზე და რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი - "დეამედის“ პლასტიკური ქირურგის, პროფესორის დეა პაპასკირის რჩევა-რეკომენდაციები

მედიცინაში რევოლუციურ მიღწევებს შორის თმის გადანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ათეული ქირურგია, რომლებიც თმის ტრანსპლანტაციის საწყისებიდან მოღვაწეობენ ამ სფეროში. სწორედ ასეთ ქირურგთა შორის ღირსეული ადგილი უკავია კლინიკა "დეამედის“ პლასტიკურ ქირურგს, პროფესორს - დეა პაპასკირს.

მის ხელწერას უკვე ყველა იცნობს და მისი შედეგებიც გამოირჩევა როგორც მაქსიმალურად ბუნებრივი.

- ქალბატონო დეა, თუ შეიძლება განგვიმარტოთ, რას გულისხმობს "დეამედ-სტანდარტი“?

- ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ სიმელოტე არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა. თმის ტრანსპლანტაცია არ წარმოადგენს მხოლოდ ადამიანის კოსმეტიკური პრობლემის მოგვარების მეთოდს. არაერთგზის შესწავლილია, რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს თმის მდგომარეობა ადამიანის განწყობაზე, მის თვითშეფასებაზე, სოციალურ ადაპტაციაზე და ზოგად კეთილდღეობაზე.

ჯანმრთელობის განმარტება ასე გამოიყურება: ჯანმრთელობა ნიშნავს ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობას და არა მხოლოდ დაავადების არარსებობას.

სწორედ ამიტომ, თმის ტრანსპლანტაცია, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, მისი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა. "კმაყოფილი პაციენტი ჩემი მთავარი მოტივაცია და ბედნიერებაა,“ - ეს გახლავთ ჩემი საყვარელი გამონათქვამი.

ყოველთვის ვფიქრობ, ტრანსპლანტაციის გრძელვადიან შედეგებზე და პაციენტის ხანგრძლივ კეთილდღეობაზე. ამიტომ შევიმუშავე პროგრესული მიდგომა თმის გადანერგვაში - "დეამედ-სტანდარტი,“ რომელიც პაციენტის ოპერაციამდელ, ოპერაციის მიმდინარეობის და ოპერაციის შემდგომ ზედამხედველობას გულისხმობს. ამ სტანდარტით ხელმძღვანელობს "დეამედის“ მთელი გუნდი - პლასტიკური ქირურგები, პროფესიონალი დერმატოლოგი-ტრიქოლოგები, თმის ტრანსპლანტოლოგები, ასევე გამოცდილი ექთნების ჯგუფი.

- აღგვიწერეთ პაციენტები, რომელთათვისაც ნაჩვენებია თმის ტრანსპლანტაცია.

- პირველ რიგში, ეს გახლავთ ჯანმრთელი მამაკაცები, რომელთაც თმის საფარველი გამელოტებული ან მკვეთრად შეთხელებული აქვთ, შუბლის, თხემის და

გვირგვინის მიდამოში, ანუ სახეზე გვაქვს ანდროგენეტიკური ე.წ. მამაკაცური ტიპის თმისცვენა, ამავე დროს კეფის მიდამოში აქვთ კარგი სადონორო თმის მარაგი.

- რა შემთხვევაში ტარდება თმის გადანერგვა ქალბატონებში?

- ქალბატონებში თმის გადანერგვა ანუ ტრანსპლანტაცია ნაჩვენებია:

ანდროგენეტიკური ანუ მამაკაცური ტიპის თმის ცვენისას, ასევე ტრაქციული (მოქაჩვით, ერთი და იგივე დაჭიმული ვარცხნილობით გამოწვეული) თმის ცვენის შემთხვევაში, ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს (ტრავმის, ოპერაციის და დამწვრობის შემდგომი ნაწიბური). კლინიკაში ასევე მზარდი რაოდენობით ტარდება წარბის, შუბლის ხაზის და წვერის კორექციის ოპერაციები.

- როდის ვეუბნებით პაციენტს უარს თმის გადანერგვაზე?!

- არსებობს კლინიკური შემთხვევები, როდესაც პაციენტს თმის ტრანსპლანტაციაზე უარს ვეუბნებით. განვიხილავ რამდენიმე კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევას, რომლის დროსაც თმის ტრანსპლანტაცია უკუნაჩვენებია:

  1. პირველი შემთხვევა, მაგალითად, ახალგაზრდა ასაკი - იგულისხმება 25 წლამდე მამაკაცები, რომელთაც აქვთ აქტიური, სწრაფად პროგრესირებადი თმის ცვენის პროცესი დიდ ფართობზე, არ არის ჩამოყალიბებული მკვეთრად გამოხატული გამელოტებული უბნები. ასეთ შემთხვევაში თმის გადანერგვა არ იძლევა ხანგრძლივ კოსმეტიკურ ეფექტს. ხშირ შემთხვევაში, საჭირო ხდება განმეორებითი ქირურგიული ჩარევების, განხორციელება. სადონორო არე პროგრესულად მცირდება, გადასანერგი არე კი იზრდება. პაციენტის მოლოდინი არ ემთხვევა გადანერგვის შედეგებს.
  2. ოპერაციაზე უარის თქმის მეორე მთავარი მიზეზი - შორს წასული პროცესია, ანუ ანდროგენეტიკური ალოპეციის (AGA) მე-7 ხარისხი და შესაბამისად არასაკმარისი სადონორო არე. ასეთი კლინიკური შემთხვევების დროს გადასანერგი ფართობი იმდენად დიდია, რომ სადონორო არეში დარჩენილი თმის რაოდენობა არ არის საკმარისი მის შესავსებად.
  3. მესამე მიზეზი, რომლის დროსაც ქირურგი უარს ამბობს თმის გადანერგვაზე, როგორც მამაკაცებში ასევე ქალბატონებში, ეს გახლავთ დიფუზური ალოპეცია. ამ დროს თმა თანაბრადაა შეთხელებული თავის მთლიან საფარზე, მათ შორის, კეფაზე - მუდმივი თმის ზონაშიც არ არის საკმარისი სადონორო თმის მარაგი. ამ დროს თმის ცვენა განპირობებულია ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის კონსერვატორული მიდგომა, რასაც შეიმუშავებს ჩვენი ტრიქოლოგი მას შემდეგ, რაც დაადგენს თმის ცვენის მიზეზებს.

- რა არის გამოსავალი იმ შემთხვევებში, როდესაც უარს ვამბობთ თმის გადანერგვაზე?

  • ამ დეტალებზე გვესაუბრება კლინიკის დერმატოლოგი, ტრიქოლოგი მაკა დოღოზაშვილი:

- პირველი განხილული შემთხვევის დროს, როდესაც პაციენტი ძალიან ახალგაზრდაა და აქვს ძლიერი პროგრესირებადი თმის ცვენა, გამოსავალი თერაპიულ მკურნალობაშია, რომელიც მოიცავს როგორც მედიკამენტებს ასევე პროცედურებს. შედეგები ხშირ შემთხვევაში განსაცვიფრებელია, თუმცა ექიმის

ძალისხმევასთან ერთად, ასევე საჭიროებს პაციენტის მხრიდან რუტინას. მკურნალობის მიმართ ნდობა თანდათანობით იზრდება. 2023 წლის ამერიკის

შეერთებული შტატების სტატიკის მიხედვით AGA-ს თერაპიული მკურნალობა 80-100% შემთხვევებში საჭირო და აუცილებელია გრძელვადიანი შედეგისთვის.

თერაპიული მკურნალობა ახდენს თმის ცვენის პროცესის სტაბილიზაციას, ინახავს სადონორო არეს და გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩატარებული ოპერაცია გაცილებით კეთილსაიმედო გამოსავლით ხასიათდება.

- რას სთავაზობთ პაციენტს შორს წასული ალოპეციების დროს, ვგულისხმობ, არასაკმარის სადონორო არეს?

- ასეთ დროს, სურვილის შემთხვევაში პაციენტი ირჩევს ტრიქოპიგმენტაციის პროცედურას ე.წ "გადაპარსული თავის ეფექტის მისაღებად“(shave effect) ზოგჯერ ხერხდება სადონორო არის მკვეთრად გაუმჯობესება თერაპიული მკურნალობით და ამის შემდგომ იგეგმება თმის გადანერგვის ოპერაცია.

- როგორც ვხვდები გადანერგვა და მკურნალობა ხშირად ერთდროულად სჭირდება პაციენტს

- ანდროგენეტიკური თმის ცვენის მკურნალობა კომბინირებულ მიდგომას საჭიროებს. შედეგი განსაკუთრებულად კარგია იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანსპლანტაციასთან ერთად, გამოყენებულია მკურნალობის თერაპიული მეთოდებიც. ISHRS-ის (თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის) 2023 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ყველა თმის გადანერგვის პაციენტს ტრანსპლანტაციის შემდგომი თერაპიული მკურნალობაც ენიშნება. არსებობს სკალპის ისეთი პათოლოგიები, რომელთა მკურნალობის ან სტაბილიზაციის გარეშე ასევე არ ხდება თმის გადანერგვა, მაგალითად: ბუდობრივი ან ნაწიბუროვანი ალოპეცია, დიფუზური ალოპეცია, ფსორიაზი, ფოლიკულიტი დეკალვანსი და ა.შ.

სწორედ ამაში გვეხმარება "დეამედ-სტანდარტი,“ პლასტიკური ქირურგის და დერმატოლოგის მჭიდრო თანამშრომლობა პაციენტის კეთილდღეობას და გრძელვადიან სასურველ კოსმეტიკურ ეფექტს განსაზღვრავს.

კლინიკა "დეამედის“ და მისი გუნდის მთავარი უპირატესობა პროფესიონალიზმია, ყველაზე თანამედროვე მეთოდებით დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესაძლებლობა ერთ სივრცეში, პაციენტებზე განუზომელი ზრუნვა კომფორტულ გარემოში. ჩვენთან ხელმისაწვდომია:

  • თმის ტრანსპლანტაცია, უახლესი ტექნოლოგიებით, რომელსაც ქართველებთან ერთად, კლინიკა "დეამედში“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იტარებენ.
  • ველაზე თანამედროვე სადიაგნოსტიკო ხელოვნური ინტელექტის მქონე სისტემა (Fotofinder);
  • თმის ცვენის თერაპია: ღეროვანი უჯრედებით (Regenera Activa); ზრდის ფაქტორებით (PRP Regen Lab); ეგზოსომებით (exosomes); ტრიქოპიგმენტაციით ( Trichopigmentation).

სტატისტიკური მონაცემებით სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას თმის ტრანსპლანტაციის შემდგომ გადანერგილი პაციენტების 96.7% აღნიშნავს!

(R)