ავტორი:

"ის იესო არ არის, რომ სასწაულები მოახდინოს" - როგორი შეფასებები მოჰყვა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს და რას წერენ იტალიელი ქომაგები?

"ის იესო არ არის, რომ სასწაულები მოახდინოს" - როგორი შეფასებები მოჰყვა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს და რას წერენ იტალიელი ქომაგები?

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ტურის განმეორებით მატჩში "ნაპოლი" სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდა და დამარცხდა ანგარიშით 3:1.

  • პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა მასპინძლების თამაში სულ უფრო მწვავე ხდებოდა, რაც მალე შედეგშიც აისახა. მე-15 წუთზე ჯერ "ბარსას" 20 წლის ფერმინ ლოპესმა აიღო მერეტის კარი, მე-17 წუთზე კი ჟოაო კანსელომ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამის შემდეგ "ნაპოლი" შეტევაში კიდევ უფრო გააქტიურდა, რასაც 30-ე წუთზე მორიგი სწრაფი შეტევა, პოლიტანოს ზუსტი პასის შემდეგ ნეაპოლელთა ცენტრალურმა მცველმა ამირ რაჰმანიმ გოლით დააგვირგვინა. პირველი ტაიმი დასრულდა ანგარიშით 2:1.

მეორე ტაიმიც ნეაპოლელთა შეტევებით დაიწყო. ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე წუთებზე მიეცა ანგარიშის გათანაბრების შანსი, თუმცა ხვიჩას დარტყმული კარს ასცდა. მეორე ტაიმის პირველ ნახევარში ნეაპოლელთა შტურმს კატალონიელებმა გაუძლეს, ნელ-ნელა მოახერხეს სტუმართა უპირატესობის დაბალანსება და მერეტის კარს მწვავედ შეუტიეს. შედეგად 83-ე წუთზე ლევანდოვსკიმ მოახერხა და ამ მატჩში თავის სიტყვაც თქვა და "ნაპოლის" მესამე გოლი გაუტანა. მატჩის მიწურულს ხვიჩას კიდევ მიეცა გატანის შანსი, თუმცა მისი დარტყმა ისევ ამაო გამოდგა - ბურთი კატალონიელთა კარს ასცდა.

  • ორი მატჩის ჯამში (4:2) მეოთხედფინალში "ბარსელონა" გავიდა. "ნაპოლი" კი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

რა თქმა უნდა, ამჯერადაც დიდი ინტერესი იყო ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. კვარაცხელიასგან ფანები ყოველთვის ყველაზე მეტს ელიან. მას არ ჰქონია საუკეთესო მატჩი, თუმცა თანაგუნდელებს შორის მაინც გამორჩეული იყო. Sofascore-მა ხვიჩას თამაში 7.6 ქულით შეაფასა, რაც საუკეთესო შედეგია "ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის.

"კვარას" შესახებ წერენ ფანები და სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები. ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ბევრიც დადებითად აფასებს მის თამაშს და თვლიან, რომ თანაგუნდლები მხარს ვერ უბამდნენ და ხვიჩა მარტო ვერაფერს გახდებოდა.

  • გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს სოციალური ქსელებიდან:

ყველაზე ცუდი თამაშიც რომ ჰქონდეს, ის მაინც გიზიდავს. საოცარი ცეცხლი აქვს.

ხომ არ იცით, ოსიმენი და კვარაცხელია მოედანზე იყვნენ?

კვარაცხელია ჩანთაში გყავთ?

უნდა ითქვას, რომ კვარაცხელია კუნდემ დაჯაბნა

კვარაცხელიასთან რა გინდათ? ბიჭი 13 მილიონად იყიდეს და მან თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იბრძოლებდა, ის თავის სიტყვას ასრულებს, როდის ყოფილა "ნაპოლი" ასეთი ძლიერი წინა წლებში? შეხედეთ მის თანაგუნდელებს, ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვთ?!

ზოგი ამბობს, რომ კვარაცხელიას ცუდი თამაში ჰქონდა, აშკარაა, მას უკეთესი მატჩებიც ჰქონია, მაგრამ ნახეთ - 3 დარტყმა, სამი საკვანძო პასი და ძალიან საშიში, 11 მოგებული დუელი, 89% პასების სიზუსტე და ის იესო არ არის, რომ სასწაულები მოახდინოს. Sofascore-მა 7.6, დაუწერა რაც საუკეთესო შედეგია ნაპოლის რიგებიდან".

"ნაპოლის ფეხბურთელები თითქოს უმოტივაციოდ იყვნენ, ერთადერთი, ვინც ცდილობდა, კვარაცხელია იყო, ამას ვუფასებ, თუმცა მარტო ვერაფერს გახდებოდა, - წერენ კომენტარებში.

იხილეთ