ავტორი:

ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა - რას ამბობს ექსპრემიერი?

ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა - რას ამბობს ექსპრემიერი?

ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. პოლიტიკოსი ყოფილი პრემიერის გვერდით საჯაროდ რამდენიმე დღის წინ, ბათუმში ლეგენდების მატჩს დაესწრო. მოგვიანებით კი პარტიის ყრილობაზეც მივიდა.

გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელშიც ამომრჩევლების კითხვებს პასუხობს, ოფიციალურად დაადასტურა რომ გოგიჩაიშვილი ახლა მათ გუნდშია.

კითხვაზე ლევან გოგიჩაშვილთან ერთად ჩანხართ, თქვენს გუნდშია ლევანი? - გახარია ამბობს:

- ლევან გოგიჩაიშვილი გარდა იმისა, რომ ჩვენს გუნდშია ოფიციალურად, ჩვენს ყრილობასაც ესწრებოდა. რაც ნიშნავს იმას, რომ ლევან გოგიჩაიშვილი ჩვენთან ერთად არის. უფრო სწორად, ჩვენ ერთად ვართ.

და მე ამით ძალიან ვამაყობ. ძალიან კარგად მახსოვს ლევანის დეპუტატობის დროს რამდენად პრინციპულად იცავდა ის საბურთალოელების და თავის ამომრჩევლების ინტერესს. გარდა იმისა, რომ იცავდა მათ ინტერესებს, ლევანი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობდა. აზარტულ თამაშებზე...

მახსოვს, ხმაურის კანონის მისაღებად რამდენი დებატები კი არა, დავებიც კი ჰქონია და ყველაფერთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ლევანი როგორც აქტიური პოლიტიკოსი საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მე ვამაყობ იმით, რომ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება.

აქ არის ლევანი და შეგიძლიათ შეხედოთ...