ავტორი:

იყო თუ არა სენა რეალურად სრულად შიშველი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე?

იყო თუ არა სენა რეალურად სრულად შიშველი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე?

46 წლის მსახიობი და ყოფილი მოჭიდავე ჯონ სენა შიშველი დგას მიკროფონის წინ და 2024 წლის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის ჯილდოს აცხადებს - ამ კადრებმა მსოფლიო მედია მოიარა და კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება.

ოსკარის 96-ე დაჯილდოების საღამოს, ჯიმ კიმელი უძღვებოდა, კომიკოსმა სენას გამოჩენამდე პუბლიკას ასე მიმართა:

"ოსკარის 46-ე დაჯილდოებაზე, 1974 წელს, როდესაც დევიდ ნივენი ელიზაბეტ ტეილორს ესაუბრებოდა, შიშველი მამაკაცი გაიქცა სცენაზე. წარმოგიდგენიათ, დღეს სცენაზე შიშველი მამაკაცი რომ გაიქცეს? ეს ხომ სიგიჟე იქნება?".

ტელეწამყვანის სიტყვების შემდეგ თითქმის სრულად შიშველი სენაც გამოჩნდა სცენაზე და გამოაცხადა, - კოსტიუმები ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაშიო...

დღემდე მიდის განხილვა, სენა საზოგადოებისა და ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების წინაშე ნამდვილად სრულიად შიშველი იყო თუ არა?

კულისებს მიღმა ფოტოები ცხადყოფს, რომ სენას დაფარული ჰქონდა სასირცხვილო ზონები, როგორც წინა მხრიდან, ისე უკნიდან... ეს იმ შემთხვევაში, თუ მას დაუვარდებოდა კონვერტი...

  • მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა

იხილეთ ასევე: