ავტორი:

სპეცფასები საბურავების შერჩეულ ასორტიმენტზე მხოლოდ "თეგეტა მოტორსში"

სპეცფასები საბურავების შერჩეულ ასორტიმენტზე მხოლოდ "თეგეტა მოტორსში"

საბურავები ჩვენი ავტომობილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც გზასა და ავტომობილს ერთმანეთთან აკავშირებს. დამუხრუჭებისას, მოხვევისას თუ დაძვრისას ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ საბურავებზე მოდის. ყოველდღიური გადაადგილებისას ჩვენი უსაფრთხოება სწორად შერჩეულ საბურავზეა დამოკიდებული. საბურავების არჩევამდე მნიშვნელოვანია საჭირო მახასიათებლების გათვალისწინება. მაღალი ხარისხის მასალა, კლიმატი, სავალი ზედაპირი, სეზონი და სხვა.

თითოეულმა მძღოლმა უნდა იცოდეს იმ დეტალებისა და მახასიათებლების შესახებ, რომლებიც საბურავებს აქვს. მანქანის საბურავები შეიძლება იყოს სეზონური, ჰქონდეს წარმადობა, სხვადასხვა ზომა და ა.შ. სეზონურობის მიხედვით სამი ტიპის საბურავი არსებობს: ზამთრის საბურავები, ზაფხულის საბურავები და ყველა სეზონის საბურავები. ზაფხულის საბურავები შექმნილია ცხელი, ნესტიანი კლიმატისთვის, აქვს კარგი მოჭიდება და უკეთ რეაგირებს მოხვევისას. ამასთან ერთად, უფრო სწრაფი და ამტანია. თუ ტემპერატურა +7 გრადუსს ჩამოსცდება, ზამთრის საბურავი აუცილებელი ხდება. ასეთი საბურავი გაცილებით საიმედოა თოვლში, თოვლ-ჭყაპსა და მოყინულ გზებზე.

თუ ხარისხიან საბურავებს ხელსაყრელ ფასად ეძებ, „თეგეტა მოტორსი“ იდეალური არჩევანია. თეგეტას ონლაინ მაღაზია საბურავების უდიდეს ასორტიმენტს აერთიანებს. აქ საბურავების ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. შერჩეულ პროდუქციაზე მთელი თვის განმავლობაში მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება. ფასდაკლებით შეხვდებით ისეთ გამორჩეულ ბრენდებს, როგორებიცაა: Bridgestone, Riken, Continental, Michelin, Pirelli, yokohama, petlas.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

Bridgestone - N1 ბრენდი გამძლეობით და ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო მწარმოებლებს შორის, რომელიც ქმნის უმაღლესი ხარისხის იაპონურ საბურავებს ყველა სეზონისთვის. „ბრიჯსტოუნის“ საბურავები უმაღლესი სტანდარტით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. გამძლეობა და მდგრადობა, საწვავის ეკონომია, უსაფრთხო გადაადგილება და რთულ გარემოში ეფექტური მუშაობა - სწორედ ეს არის ბრენდის მახასიათებლები. BRIDGESTONE-ის ზამთრის საბურავები უზრუნველყოფს საუკეთესო მართვასა და დამუხრუჭებას ყინულსა და თოვლზე.

Pirelli-ის საბურავები ინოვაციური პროდუქტია, რომელიც მომხმარებლის მაღალი ნდობით სარგებლობს. იტალიური ბრენდის საბურავები ნებისმიერი ტიპის გზაზე კომფორტულია და უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. PIRELLI პრესტიჟული საბურავების წარმოების მიმართულებით ლიდერია მთელ მსოფლიოში.

PETLAS-ის საბურავები მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. PETLAS-ის საბურავები გამძლე და საიმედო პროდუქტია ყველა ტიპის რელიეფისა და კლიმატური პირობებისთვის. საბურავები იდეალურია მათთვის, ვისაც დახვეწილი დიზაინის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა საბურავები სურს.

Continental-ის საბურავები მსოფლიოში ცნობილი, გერმანული წარმოების პროდუქტია, რომელიც მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებით იქმნება. Continental-ის საბურავები საწვავის ეკონომიის, შემცირებული CO2 გამონაბოლქვისა და გამძლეობის მაღალი მაჩვენებლის გამო, კომფორტულია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის. Continental-ის, როგორც ბრენდის, მთავარი ღირებულება მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალობის შენარჩუნებაა.

როგორც უკვე შეიტყვე, თეგეტაში საბურავის ყიდვა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებულად დაბალ ფასად შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ მომენტში არ გაქვს საკმარისი თანხა, ონლაინ მაღაზია საშუალებას გაძლევს, ისარგებლო შენთვის ხელსაყრელი პირობებით და საბურავები განვადებით შეიძინო. არ დაგავიწყდეს, განვადებით შეძენას იმ შემთხვევაში შეძლებ, თუ შენაძენი მინიმუმ 100 ლარის იქნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიე საიტზე: Tegetashop.ge

ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 322 26 44 44.

NS