ავტორი:

ლევან ხაბეიშვილმა ტაქსით იმგზავრა - "მოქალაქეების მთავარი შეკითხვა ივანიშვილთან და კობახიძესთან არის, რატომ უწევთ საწვავში ორჯერ მეტის გადახდა"

ლევან ხაბეიშვილმა ტაქსით იმგზავრა - "მოქალაქეების მთავარი შეკითხვა ივანიშვილთან და კობახიძესთან არის, რატომ უწევთ საწვავში ორჯერ მეტის გადახდა"

"მოქალაქეების მთავარი შეკითხვა ივანიშვილთან და კობახიძესთან არის, რატომ უწევთ საწვავში ორჯერ მეტის გადახდა, ვიდრე იხდიდნენ და როგორ ხდება, რომ პორტამდე საწვავი ერთი ლარი და 65 თეთრი ღირს, ბენზინგასამართ სადგურზე კი საწვავის ფასი ორმაგდება?" - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

  • პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დღეს ტაქსით იმგზავრა და ტაქსის მძღოლებს გაძვირებულ საწვავის ფასზე ესაუბრა.

"ადამიანების, მოქალაქეების მთავარი შეკითხვა არის ივანიშვილთან, კობახიძესთან და ივანიშვილის ხელისუფლებასთან - რატომ გაუძვირდათ საწვავი? როგორ ხდება, რომ ოც ლიტრს რომ ასხამდნენ 39 ლარად, დღეს იგივე რაოდენობის საწვავში 62 ლარის გადახდა უწევთ. როგორ ხდება, რომ 12 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ფაქტობრივად ათი ლიტრი საწვავი მოჰპარა ჩვენს მოქალაქეებს, მძღოლებს, ადამიანებს, რომლებიც საწვავს ყოველდღიურად მოიხმარენ. შესაბამისად, საწვავის გაძვირება კიდევ დამატებით სხვადასხვა პროდუქციის გაძვირებას იწვევს.

ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც მოქალაქეებს აინტერესებთ. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ივანიშვილმა და კობახიძემ - რატომ ძვირდება საწვავი და როგორ ხდება, რომ საქართველომდე 1.65 ლარად მოდის - ფოთამდე, ბათუმამდე საწვავი 1.65 ლარი ჯდება და ფოთის, ბათუმის პორტიდან რომ გამოდის, ფაქტობრივად 200 მეტრში უკვე საწვავი სამი ლარი და მეტია. ფაქტობრივად, ეს არის ორმაგდება თანხა. ეს არის შეკითხვა, რომელზეც უნდა გასცენ პასუხი. რატომ და როგორ გააძვირა საწვავი ივანიშვილმა და კობახიძემ?”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.