ავტორი:

ყველაზე ძვირი და იაფი უბნები თბილისში - სად და რა ფასად შეგიძლიათ ბინების შეძენა?

ყველაზე ძვირი და იაფი უბნები თბილისში - სად და რა ფასად შეგიძლიათ ბინების შეძენა?

2024 წლის თებერვალში თბილისში 3 444 ბინა გაიყიდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული. შედარებისთვის, მათივე კვლევის თანახმად, გაყიდული ბინების რაოდენობა 2023 წლის თებერვალში 3 413, 2022 წლის ამავე თვეში კი 3 034 იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის თებერვალში დედაქალაქში გაყიდული ბინებიდან პირველადი გაყიდვები იყო - 1 659, ხოლო მეორადი - 1 785.

ცნობისთვის, პირველადი გაყიდვები არის სამშენებლო კომპანიების/დეველოპერების მიერ გაყიდული უძრავი ქონება; მეორადი კი - ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული უძრავი ქონება როგორც 2013 წლის შემდეგ გაცემული ნებართვებით აშენებულ პროექტში (ახალი პროექტი), ასევე ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული ქონება 2013 წლამდე გაცემული ნებართვით აშენებულ პროექტებში (ძველი პროექტი).

რაც შეეხება, თბილისის უბნებს, სადაც ბინები ყველაზე ძვირი და იაფია, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, სტატისტიკა ასეთია:

  • მთაწმინდა - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 2 683 აშშ დოლარია;
  • ვაკე - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 2 337 აშშ დოლარია;
  • ჩუღურეთი - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 1 588 აშშ დოლარია;
  • კრწანისი - საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 1 482 აშშ დოლარია; განგრძეთ კითხვა