ავტორი:

"სავიზო შეზღუდვა დაუწესეს კეზერაშვილის და სავიზო სანქცია დაუწესეს მოსამართლეებს, ეს ადამიანები ერთნაირი სანქციების ქვეშ რომ აღმოჩნდნენ, ეს ცუდია" - მამუკა მდინარაძე

"სავიზო შეზღუდვა დაუწესეს კეზერაშვილის და სავიზო სანქცია დაუწესეს მოსამართლეებს, ეს ადამიანები ერთნაირი სანქციების ქვეშ რომ აღმოჩნდნენ, ეს ცუდია" - მამუკა მდინარაძე

სავიზო შეზღუდვა დაუწესეს კეზერაშვილის და სავიზო სანქცია დაუწესეს ყოფილ მოსამართლეებს, ეს ადამიანები ერთნაირი სანქციების ქვეშ რომ აღმოჩნდნენ, ეს ცუდია - ჩვენ გვაქვს ძლიერი ღირსება, ჩვენ ვბედავთ და ვეუბნებით: ეს სამართლიანია, ხოლო ეს არასამართლიანი , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისთვის აშშ-ში ტურისტული ვიზის არ მიცემის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა, სწორედ ასეთი მიდგომა არის იმის ინდიკატორი, რომ "ქართული ოცნება“ ირჩევს მეგობრულ დამოკიდებულებას, თანასწორ პარტნიორული ურთიერთობებს.

"მტკიცებულებების მოპოვების მაღალი სტანდარტით, ზოგ შემთხვევაში ბრალი დადასტურებული აქვს და განაჩენშია ასახული, ზოგში ბრალი აქვს წარდგენილი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ სამწუხარო რეალობას, რომ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები აძლევენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.

განსხვავება არის ის, რომ ჩვენ ამ შემთხვევას არ წავუყრუეთ სხვა შემთხვევასთან მიმართებით და მოდით, ვისაუბროთ პარალელებზე მოსამართლეების სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით. სავიზო შეზღუდვა დაუწესეს კეზერაშვილის და სავიზო სანქცია დაუწესეს ყოფილ მოსამართლეებს. დღევანდელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანი სავიზო სანქციის ქვეშ მოაქციეს, რომელსაც ფულის გათეთრებას ედავებიან , ქოლ-ცენტრების თემას და ბევრი ა.შ. ანუ ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებული სისხლის სამართლებრივი დევნის რეალურობის შესახებ. აშშ-მა ამ შემთხვევაში, სამართლიანად მის მიმართ, რაღაც ღონისძიება გაატარა.

მეორე შემთხვევა, ახლო წარსულში დაასანქციერეს 4 საქართველოს მოსამართლე. მინიშნების გაკეთება მაინც შეგიძლიათ რის საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი? შესაბამისად, ჩვენ გვყავს 4 მოსამართლე სავიზო სანქციების ქვეშ, რომლებზეც არ ვიცით რატომ, ზეპირი ბრალდებები იყო და გვყავს მეორე ადამიანი, ასევე ქართველი, ვისზეც სისხლის სამართლის დანაშაულები იყო, მტკიცებულები. ეს ადამიანები ერთნაირი სანქციების ქვეშ რომ აღმოჩნდნენ ეს ცუდია. ერთ შემთხვევაში სამართლიანად და რის, მეორე შემთხვევაში უსამართლოდ.

ეს არის იმის ინდიკატორი, რომ ჩვენ ვირჩევთ მეგობრულ დამოკიდებულებას, თანასწორ პარტნიორული ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს ძლიერი ღირსება და ამ ღირსების ფაქტორში ქვეყანა ძლიერდება. ამ ღირსების ფაქტორში ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ თანასწორები და ასეთ თემებში ჩვენ ვბედავთ და ვეუბნებით, რომ ეს არასამართლიანია, ხოლო ეს სამართლიანი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ: