ავტორი:

53 წლის კაცი ცოლის დისშვილის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს - რას აცხადებს არასრულწლოვანი გოგოს დედა: "გამიგებთ, დედა ვარ და ძალიან დაბნეული ვარ..."

53 წლის კაცი ცოლის დისშვილის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს - რას აცხადებს არასრულწლოვანი გოგოს დედა: "გამიგებთ, დედა ვარ და ძალიან დაბნეული ვარ..."

15 წლის მოზარდი 53 წლის ბიძას, დედის ქმარს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. სამართალდამცავებმა კაცი ცოლის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით უკვე დააკავეს - გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლის მოზარდმა შველა დეიდას სთხოვა, თუმცა ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა და არასრულწლოვანი დისშვილისგან გაჩუმება მოითხოვა. ამის შემდეგ სკოლის მოსწავლე იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა. ცოლ-ქმარი დააკავეს, თუმცა ქალი მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცის "ტვ პირველი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოზარდი ჩვენებაში ამბობს, რომ ბიძა მასზე სისტემატურად ძალადობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ არასრულწლოვანმა გოგომ თვითმკვლელობაც სცადა.

მსხვერპლი მოზარდის დედა მომხდარზე საუბრისგან თავს იკავებს:

"არავისზე არაფერს ვფიქრობ, არავის მხარეს ვარ. გამიგებთ, დედა ვარ და ძალიან დაბნეული ვარ. არ ვარ ისეთ სიტუაციაში, რომ ამ ამბავს მოვყვე..." - აცხადებს მსხვერპლი გოგოს დედა.