ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილი ვიღაცის დავალებებს ასრულებს, თუ დაავალებენ, მესამე პოლიტიკურ ცენტრსაც შექმნის" - მდინარაძე

"სალომე ზურაბიშვილი ვიღაცის დავალებებს ასრულებს, თუ დაავალებენ, მესამე პოლიტიკურ ცენტრსაც შექმნის" - მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ვიღაცის დავალებებს ასრულებს“ და თუ მას დაავალებენ, მესამე პოლიტიკურ ცენტრსაც შექმნის.

როგორც მამუკა მდინარაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ აღნიშნა, თუ კონკრეტული პირები ნახავენ, რომ მესამე პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს, მას "შეაწყალებინებენ“ და ამჟამინდელ პრეზიდენტს "გვერდზე გაწევენ“.

"თუ მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილზე მეტი რეიტინგი ექნება, კონკრეტული პირები მას შეაწყალებინებენ და სალომე ზურაბიშვილს გვერდით გაწევენ. თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, მიხეილ სააკაშვილს არ შეაწყალებინებენ და სალომე ზურაბიშვილს ათამაშებენ იმ როლს, რომელზეც დიდი ხანია დააყენეს.

სალომე ზურაბიშვილი ჩადგა იმ რადიკალური "ნაცების“ რიგებში, რომელსაც თუ ეტყვიან, რომ საქართველოს პატრიარქს დაესხას თავს, ამას გააკეთებს.

პრეზიდენტს რა მიზანი უნდა ჰქონდეს ასეთ დროს? რაც გიორგი გახარიას, ის ვიღაცის დავალებებს ასრულებს. თუ დაავალებენ, მესამე პოლიტიკურ ცენტრსაც შექმნის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.