ავტორი:

"აი, ეს ბიჭი ჩემი დიდი სიყვარულია და კიდევ უფრო ბედნიერი გამხადა" - რას წერს მარიტა როხვაძე

"აი, ეს ბიჭი ჩემი დიდი სიყვარულია და კიდევ უფრო ბედნიერი გამხადა" - რას წერს მარიტა როხვაძე

მომღერალ მარიტა როხვაძეს გუშინ, დაბადების დღის წვეულებაზე ხელი სთხოვეს. ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელში თავად მომღერალმა მისმა მეგობრებმა გამოაქვენეს.

მისი რჩეული დავით ტაბიძეა.

"მილიონი მადლობა, ჩემო ადამიანებო. მადლობა ჩემი ბედნიერების გაზიარებისთვის, მადლობა ჩემს ოჯახს, რომ ყოველთვის გვერდში მიდგახართ და მაბედნიერებთ. მიყვარხარ, ჩემო ლაშიკო (ლაშა ბასლანძე) როგორი ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ. მადლობა შენ, გიორგი არველაძე, ჩემო ბიჭო, რომ ასეთი ბრჭყვიალა და კაშკაშა იყო ჩემი დღე. მადლობა გვანცუცა ასეთი ორგანიზებულობისთვის და ჩემი გახარებისთვის. სუპერ გოგო ხარ.

აი, ეს ბიჭი ჩემი დიდი სიყვარულია და კიდევ უფრო ბედნიერი გამხადა. მადლობა ჩემს სამეგობროს, რომ არა თქვენ, ეს დღე ასეთი არ იქნებოდა, როგორი საოცარიც გამოვიდა" - წერს მარიტა როხვაძე.