ავტორი:

ლეგენდარულ მოდელს სიმსივნე დაუდგინდა - "ჭრილობა ამომიკერეს, თითქოს "დიორის" მაღალი მოდის სამოსი ვყოფილიყავი"

ლეგენდარულ მოდელს სიმსივნე დაუდგინდა - "ჭრილობა ამომიკერეს, თითქოს "დიორის" მაღალი მოდის სამოსი ვყოფილიყავი"

მოდელ კრისტი ბრინკლის კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ბრინკლი, რომელიც ახლა 70 წლისაა, ამ ამბის შესახებ გულშემატკივარს ინფორმაციას "ინსტაგრამზე" უზიარებს.

  • კრისტი წერს, რომ მას წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა და გადაწყვიტა, გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა.

მან ოპერაციის შემდგომი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

"კარგი ამბავი ისაა, რომ ბაზალური უჯრედების კარცინომა ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინეთ. შესანიშნავი ექიმები მყავდა, რომლებმაც სიმსივნე ამომკვეთეს და ჭრილობა ისე ამომიკერეს, თითქოს დიორის მაღალი მოდის სამოსი ვყოფილიყავი", - წერს იუმორით ბრინკი.

  • ბაზალური უჯრედების კარცინომა კანის კიბოს ტიპია, რომელიც ეპიდერმისის გარე შრეზე ჩნდება. კანის კიბოს ფონდის თანახმად, ეს კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

ბრინკლიმ თაყვანისმცემლებს მზისგან დამცავის გამოყენების მნიშვნელობა შეახსენა:

"ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ ამის შემდეგ ბლომად მზისგან დამცავს გამოვიყენებ, საჭიროებისამებრ ხელახლა წავისვამ, გრძელმკლავიანებს ჩავიცვამ და ფართო ქუდსაც დავიფარებ", - აღნიშნავს მოდელი.

მან თავის გამომწერებს ისიც შეახსენა, რომ რეგულარულად შეიმოწმონ ჯანმრთელობა:

"გამიმართლა, რომ აღმოვაჩინე. ჩემს ქალიშვილს დავყვებოდი შემოწმებებზე და ვნახე, როგორ აკვირდებოდა ექიმი მის სახეზე თითოეულ ჭორფლს გამადიდებელი შუშით. არ ვაპირებდი რამის თქმას, მაგრამ ვიზიტის დასასრულს მაინც ვკითხე, ხომ არ შეეძლო პატარა ამობურცული ადგილისთვის შეეხედა, რომელიც ტონალური კრემის წასმისას შევნიშნე. მან შეხედვისთანავე მითხრა, რომ ბიოფსიის გაკეთება იყო საჭირო"

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა