ბაზისბანკის მხარდაჭერით, კომპანია ინსიმ ბაკურიანის რეკრეაციული პარკის მშენებლობა დაასრულა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, კომპანია ინსიმ ბაკურიანის რეკრეაციული პარკის მშენებლობა დაასრულა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, კომპანია ინსიმ წარმატებით დაასრულა რეკრეაციული პარკის მშენებლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში. 10 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში და ბაზისბანკის მიერ გაცემული გარანტიების გამოყენებით.

ბაკურიანის ცენტრალური პარკი განთავსებულია 75,873 მ²-ზე და წარმოადგენს პოპულარულ, რეკრეაციულ ზონას ოჯახებისთვის, რომლებიც სტუმრობენ მთის და სათხილამურო კურორტს. თუმცა, ის არამხოლოდ ტურისტული დანიშნულების ადგილია, არამედ დასასვენებელი და მიმზიდველი ზონაა ბავშვებისა და მოზრდილებისთვის წლის ნებისმიერ სეზონზე.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, კონცეფცია - საოჯახო პარკი, საფუძვლად დაედო აღნიშნული პროექტის განხორციელებას და ტერიტორიის მოწყობას, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შემუშავდა რამდენიმე აქტივობა. კონცეფციის შესაბამისად დაპროექტდა საფეხმავლო გზები, სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ტურისტული ზონები და საპიკნიკე სივრცეები.

ბაკურიანის რეკრეაციული პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრაქციას წარმოადგენს საფეხმავლო რამპა, რომელიც განთავსებულია შესაბამის საყრდენებზე. მისი მეშვეობით ერთმანეთს უკავშირდება ქვედა და ზედა დონეები. ტერიტორიაზე მოწყობილია სწრაფი კვების ობიექტი და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედანი. აღსანიშნავია, რომ პროექტის დიზაინის შექმნისას უპირატესობა მიენიჭა ტერიტორიისთვის ბუნებრივი იერსახის შენარჩუნებას.

ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული შენობები მეტალის ფილებითა და ხის პანელებით არის დამუშავებული. საფეხმავლო ბილიკები კი მოწყობილია მაღალი ხარისხის დამცავი ფენით დამუშავებული ხის კომპოზიტური და ქვიშა-ხრეშოვანი საფარით.

R