ავტორი:

უცხოპლანეტელების აღმოჩენის საშუალება? - 3-მეტრიანი, იდუმალებით მოცული კოშკურა უელსში, მიუვალ ადგილას აღმოაჩინეს: რა არის ცნობილი უჩვეულო ფიგურაზე

უცხოპლანეტელების აღმოჩენის საშუალება? - 3-მეტრიანი, იდუმალებით მოცული კოშკურა უელსში, მიუვალ ადგილას აღმოაჩინეს: რა არის ცნობილი უჩვეულო ფიგურაზე

უელსში, ერთ-ერთ გორაზე იდუმალებით მოცული 3-მეტრიანი კოშკურა გამოჩნდა. ეს ხდება მას შემდეგ, რაც 2020 წელს მონოლითების სერია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ადგლას შენიშნეს, მათ შორის, რუმინეთში და იუტას შტატის უდაბნოშიც კი.

სოციალურ ქსელებში ამ უცნაური შესახედაობის ობიექტებთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორიები გაჩნდა - ზოგი უცხოპლანეტელებს მიაწერს, ზოგი კი ინგლისელ გრაფიტის მხატვარ ბენქსის.

  • უელსში აღმოჩენილი მონოლითი მთის მწვერვალზე, მანქანით მიუდგომელ ადგილასაა აღმართული.

  • უელსელმა რიჩარდ ჰეინსმა ეს უცნაური ობიექტი სირბილისას შენიშნა. ჰეინსი ამის შესახებ WalesOnline-ს ესაუბრა:

"ჰეი ბლაფისკენ მივდიოდი, როცა მარჯვენა მხარეს გავიხედე და ის დავინახე. ვიფიქრე, რომ უცნაურად გამოიყურებოდა და შესაძლოა, რაიმე სამეცნიერო კვლევისთვის ყოფილიყო.

ძალიან მაღალი და უცნაური იყო. როცა მივუახლოვდი, ვნახე, რომ დაახლოებით, 3 მეტრის სიმაღლის და სამკუთხა ფორმის ნაგებობა უჟანგავი ფოლადისგან იყო დამზადებული."

რიჩარდმა შეამოწმა და ნახა, რომ მონოლითი შიგნიდან ცარიელი იყო, რის შემდეგაც ივარაუდა, რომ მის მთაზე ატანას ორი ადამიანიც თავისუფლად შეძლებდა. ჰეინესის თქმით, ის ხშირად დარბის ამ ადგილებში და მონოლითი აქამდე არასდროს შეუნიშნავს.

3-მეტრიან ფიგურას, რომელიც იდეალური სისწორისაა, ქრეგ მუირიც წააწყდა:

"ის ძალიან თხელ მეტალს ჰგავდა, ფოლადივით იყო", - ყვებოდა ქრეგი მედიასთან საუბრისას.

  • მეტალის ობიექტი კორნუოლში და დარტმურის ეროვნულ პარკშიც შენიშნეს. 3-მეტრიანი მეტალის მონოლითი პირველად 2020 წელს გამოჩნდა. ამის შემდეგ ის სხვადასხვა ქვეყანაში შენიშნეს.

ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი ახსნა იმის თაობაზე თუ რას უკავშირდება ეს კუშკურები, ვინ არის მათი ავტორი და რის თქმას ცდილობს საზოგადოებისთვის.

როგორც The New York Times წერს, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ყველაფერი უკავშირდებოდეს მოქანდაკესა და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულს, ჯონ მაკკარენს, რომელიც 2011 წელს გარდაიცვალა - ვარაუდობენ, რომ ეს ფიგურები ჯონს ეძღვნება.

გარდაცვლილი მოქანადაკის ნამუშევრებს ჰქონდა ისეთივე მახასიათებლები, როგორიც ამ კოშკურებს, რაც აფიქრებინებთ მკვლევრებს, რომ მონოლითები ჯონის ხსოვნის პატივსაცემად იდგმება, თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდია.

გარდა ამისა, ჯონის შვილის თქმით, მამას სჯეროდა უცხოპლანეტელების არსებობის და თვლიდა, რომ მსგავსი ფიგურები დედამიწაზე მყოფი უცხოპლანეტელების აღმოსაჩენად იდეალური შესაძლებლობა იყო.

წყარო: telegraph

მოამზადა: ანა სიბოშვილმა