ავტორი:

ქართველი ბიჭის ტრაგიკულად დასრულებული გადაღება იტალიის მიტოვებულ სოფელში - რას წერს ბერძნული მედია 21 წლის გიორგი ჯანელიძის გარდაცვალებაზე

ქართველი ბიჭის ტრაგიკულად დასრულებული გადაღება იტალიის მიტოვებულ სოფელში - რას წერს ბერძნული მედია 21 წლის გიორგი ჯანელიძის გარდაცვალებაზე

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდა, გიორგი ჯანელიძე ტრაგიკულად დაიღუპა. მას საბერძნეთში იცნობდნენ, როგორც "ტიკტოკერს", სახელად Tzane. გიორგი 2011 წლიდან ცხოვრობდა საბერძნეთში, მშობლებთან ერთად.

  • ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯანელიძე იტალიაში 5-კაციან ჯგუფთან ერთად, ფილმის გადასაღებად იმყოფებოდა. ე.წ. მოჩვენებათა სოფელს ესტუმრა და მისი ვიზიტი ტრაგიკული აღმოჩნდა.

რა ვითარებაში გარდაიცვალა ის, დაზუსტებით ცნობილი არ არის, თუმცა ზოგიერთი მედიასაშუალება წერს, რომ ის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მაშინ გადმოვარდა, როცა ვიდეოს იღებდა, მას ფეხი დაუცდა.

Ambebi.ge- ს გარდაცვლილის ახლობელი უყვება, რომ გიორგის სპორტული სამოსის ბრენდი ჰქონდა სახელად, "underdog" .

  • "21 წლის ასაკში იცნობდა მთელი საბერძნეთი, უამრავი გამომწერი ჰყავდა, დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იყვნენ წასულები, 5-კაციანი ჯგუფი. საქართველოში კარგა ხანია არ ყოფილა. სექტემბერში იღებდა მუდმივ მოქალაქეობას, საბერძნეთის სახელით ჭიდაობდა კიდეც. კარგი შედეგები ჰქონდა. თურქეთშიც ყოფილან დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. ახლა იტალიაში იყვნენ." - ამბობს მისი ახლობელი.

Reggio di Calabria - ასე ჰქვია იტალიის მიტოვებულ სოფელს, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. სოფელი ხალხისგან 1971 წელს სრულად დაიცალა, რადგან აქ ხშირად ხდებოდა მიწისძვრები და წყალდიდოებები. ამიტომაც ხალხმა "უვარგის" ადგილად მიიჩნია.