ავტორი:

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ

უკრაინელი დივერსანტები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში შეჭრას შეეცადნენ, მაგრამ მათი ქმედება რუსეთის ძალოვანმა უწყებებმა შეაჩერეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებმა აღკვეთეს მტრის მცდელობა, შეეღწიათ ბელგოროდის ოლქის სოფელ სპოდარიუშინოს ტერიტორიაზე.

"საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა 195-მდე სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი, ოთხი ჯავშანტექნიკა, სამი თვითმავალი ნაღმების გამწმენდი რეაქტიული სისტემა და სამი საინჟინრო გამწმენდი მანქანა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, უკრაინელი დივერსანტები ასევე შეეცადნენ კურსკის ოლქის ტეტკინოს დასახლების ტერიტორიაზე შეჭრას.