ავტორი:

ბელგოროდი კვლავ ცეცხლშია, არის მსხვერპლი: რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ "დივერსანტები თავს ესხმიან სასაზღვრო რეგიონებს"

ბელგოროდი კვლავ ცეცხლშია, არის მსხვერპლი: რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ "დივერსანტები თავს ესხმიან სასაზღვრო რეგიონებს"

რუსეთის ორ რეგიონზე - კურსკსა და ბელგოროდში ხუთშაბათს რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. ბელგოროდში დაბომბვის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. კურსკის რაიონში დაბომბეს სასაზღვრო სოფელი ტეტკინო.

ხუთშაბათს დილით, ბელგოროდის რეგიონს ჯერ დრონები დაესხნენ თავს, შემდეგ კი დარტყმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებით განხორციელდა. როგორც რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, ქალაქთან მიახლოებისას რვა საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, მაგრამ ერთი ჭურვი სამგზავრო მანქანას დაეცა, შედეგად, მისი მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

დღის მეორე ნახევარში, ბელგოროდის რეგიონი კვლავ დაბომბეს. გლადკოვის თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ამჯერად 10 დრონი ჩამოაგდეს.

"დაბომბვის მსხვერპლი სამოქალაქო პირი იყო, რომელიც ავტომობილს მართავდა. აფეთქების შედეგად მისი მანქანა თხრილში გადავარდა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში. თავდასხმის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა: ორი ქალი და ერთი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედიის ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბელგოროდში მინიმუმ რვა საცხოვრებელი კორპუსი და სამი კერძო სახლი დაზიანდა, ასევე დაზიანდა 13 მანქანა. ქალაქის დაბომბვის გამო სავაჭრო ცენტრების მუშაობა შეჩერებულია.

ბოლო შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდასხმა მესამედ განხორციელდა: ამჯერად რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 დრონის ჩამოგდება მოახერხა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ბელგოროდის დაბომბვის დაწყებამდე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები (რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული და აკრძალული) ამბობდნენ, რომ თავს დაესხმებოდნენ კურსკის, ბელგოროდისა და ბრაიანსკის რეგიონებს.

14 მარტს, დღის განმავლობაში დაბომბვის დაწყებამდე "რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა" და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლებმა (რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული და აკრძალული) გაფრთხილება გაავრცელეს, რომ კურსკში, ბელგოროდსა და ბრიანსკში სამხედრო ობიექტებს დაარტყამდნენ.

მალევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მისმა შენაერთებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა აღკვეთეს. ბრძოლების შედეგად, დეპარტამენტის ცნობით, 195-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

რუსი სამხედრო კორესპონდენტები ადრეც წერდნენ ბელგოროდისა და კურსკის სასაზღვრო რაიონებში "უკრაინელ დივერსანტებთან" ბრძოლების შესახებ. მათი თქმით, თავდამსხმელებს შორის დაღუპულთა რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო.

კვირის დასაწყისიდან რუსეთის საზღვრისპირა რეგიონები მასობრივი თავდასხმების ქვეშაა.

უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ვლადიმერ პუტინი კი მომხდარს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს.

იხილეთ ასევე: