ავტორი:

საგანგაშო კვლევა, რომელზეც ქართველი ექიმი წერს - "მაღაზიაში შეფუთული საჭმლის უმეტესობა, ასევე ულტრა-დამუშავებული საკვები დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე"

საგანგაშო კვლევა, რომელზეც ქართველი ექიმი წერს - "მაღაზიაში შეფუთული საჭმლის უმეტესობა, ასევე ულტრა-დამუშავებული საკვები დიდ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე"

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი, ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. კვლევა ეხება ზოგიერი საკვები პრდუქტის მავნე ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

"ულტრა დამუშავებულმა საკვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მარტო ჩვენს სხეულზე, არამედ ჩვენს ტვინზეც. ახალახან გამოქვეყნებული კვლევა გვთავაზობს კავშირს ულტრა-დამუშავებულ საკვებს შორის - როგორიცაა ჩიფსები, ბევრი მარცვლეული და სასურსათო მაღაზიაში შეფუთული საჭმლის უმეტესობა - იმასთან თუ როგორ ვსწავლობთ, ვიმახსოვრებთ თუ ვგრძნობთ ამა თუ იმ საგანს.

მკვლევარები ამბობენ, რომ ეს საკვები შეიძლება იყოს მსგავსი იმ ნივთიერებებისა, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას და ზოგიერთი მეცნიერი უკვე გვთავაზობს შემოვიდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება "დარღვევები, რომლებიც გამოწვეულია ულტრა დამუშავებული საკვების გამოყენებით ". ბევრი ულტრა-დამუშავებული საკვები სწრაფად მოქმედებს ტვინზე, როდესაც მათ ვჭამთ და ძლიერ გავლენას ახდენს მის იმ ნაწილზე , რომელიც ჩართულია სიამოვნებაში, მოტივაციასა და სწავლაში. ეს ეფექტები მსგავსია იმისა, როდესაც ადამიანები იყენებენ ნიკოტინს, ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. ამ ფაქტს ნაწილობრივ ხსნის ასეთი საკვების წარმოების გზა.

  • კერძოდ, ისეთი პროდუქტების დასამზადებლად, როგორიცაა ჩიფსები, საუზმის მარცვლეული და სნეკ ბარები, მწარმოებლები ხშირად ანგრევენ ინგრედიენტების უჯრედულ სტრუქტურას, აშორებენ მათ წყალს და ბოჭკოებს, აადვილებენ მათ ღეჭვას, ჭამას და სწრაფად მონელებას. შესაბამისად კომპონენტები სწრაფად ხვდება ჩვენს ტვინში, რაც საკვებზე უფრო დამოკიდებულს გვხდის.

ცხიმების და ნახშირწყლების მაღალი დონის კომბინაცია ბევრ ულტრა-დამუშავებულ საკვებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ მოსწონთ ასეთი საკვები და უჭირთ მისი ჭამისგან თავშეკავება. კვლევების თანახმად, შოკოლადი, ნაყინი, კარტოფილი ფრი, პიცა და ჩიფსები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვებია, რომლის მიმართაც ბევრ ადამიანს უჩნდება დამოკიდებულება. ბევრი მათგანი მდიდარია როგორც რაფინირებული ნახშირწყლებით, ასევე ცხიმებით, კომბინაცია, რომელიც ჩვეულებრივ ბუნებაში არ არის ნაპოვნი.

ბუნებაში არსებული საკვები ხშირად მდიდარია ცხიმებით ან ნახშირწყლებით, მაგრამ არა ორივეთი. ბოლო კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Cell Metabolism, მკვლევარები მონაწილეებს ორი სხვადასხვა სახის საჭმელით კვებავდნენ და აკვირდებოდნენ, თუ როგორ რეაგირებდა მათი ტვინი მაღალცხიმიანი, შაქრის შემცველი საკვების მიღებაზე. მათი ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომლებიც რვა კვირის განმავლობაში მიირთმევდნენ ცხიმიან და შაქრიან საჭმელს, ჰქონდათ გაცილებით მაღალი აქტივობა ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ქმნიან დოფამინს, ნეიროტრანსმიტერს, რომელიც მონაწილეობს მოტივაციის და მოლოდინის ჩამოყალიბებაში და იძლევა მინიშნებას, რომ ეს პირები მოელოდნენ კიდევ ერთ შაქრიან და ცხიმიან საკვებს. მეცნიერები გაოცდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მიირთმევდნენ ცხიმიან, შაქრის შემცველ საჭმელს, ასევე ჰქონდათ ცვლილებები მეხსიერებაში.

კერძოდ სანამ მონაწილეებს უტარებდნენ ტვინის სკანირებას, მკვლევარებმა მათ მისცეს დავალება, რომელიც სთხოვდა მათ სურათთან დაკავშირებული ღილაკის დაჭერას გარკვეული ბგერების მოსმენისას. მონაწილეებმა, რომლებიც ჭამდნენ ცხიმიან და შაქრის შემცველ საჭმელს, ვერ მიიღეს ის სურათი, რასაც ელოდნენ. ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ცხიმებითა და დამატებული შაქრით მდიდარი საკვების საუზმეზე მიღება ზედიზედ 4 დღის განმავლობაში იწვევდა სწავლისა და მეხსიერების ტესტების სწორედ შესრულების შემცირებას. ადამიანებს, რომლებიც უფრო ჯანსაღ საუზმეს მიირთმევდნენ, ასეთი ცვლილებები არ აღენიშნებოდათ. ულტრა დამუშავებული საკვები ასევე გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. რამდენიმე ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა კავშირი ულტრა-დამუშავებული საკვებით დიეტებსა და დეპრესიის გაზრდილ რისკს შორის. გასულ თვეში ჟურნალ BMJ-ში გამოქვეყნებული კვლევის დიდი მიმოხილვა აჩვენებდა დეპრესიის, შფოთვისა და ძილის პრობლემების გაზრდის რისკს ულტრა-დამუშავებული საკვებით მდიდარი დიეტების დროს.

ზოგიერთი მეცნიერი უკვე საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალ მდგომარეობაზე, რომელსაც გეგმავენ უწოდონ "ულტრა დამუშავებული საკვების გამოყენებით გამოწვეული დარღვევა", რათა შეიტანონ ოფიციალურ სახელმძღვანელოში, რომელსაც ფსიქიატრები და ფსიქოლოგები იყენებენ პაციენტების დიაგნოსტიკისთვის.

სიმპტომები მოიცავს ამ სკვებისადმი ინტენსიურ ლტოლვას, მოხმარების შემცირების სირთულეს და სიმპტომებს, როგორიცაა გაღიზიანება და აგზნება, როდესაც ადამიანები ცდილობენ შეამცირონ მათი მიღება. ერთ-ერთი მთავარი გზა, თუ როგორ მოქმედებს დიეტა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არის ნაწლავის მიკრობიომის მეშვეობით. ნაწლავის მიკრობიომი ეხება მიკრობებს, რომლებიც ცხოვრობენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ისინი გავლენას ახდენენ იმუნურ ფუნქციაზე, სტრესზე რეაგირების სისტემაზე და ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებაზე, როგორიცაა სეროტონინი, ეს ყველაფერი კი საბოლოოდ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ულტრა დამუშავებული საკვებით გაჯერებულმა დიეტამ შეიძლება შეცვალოს ადამიანის ორგანიზმში არსებული მიკრობიომი ისე, რომ ის ნაკლებად მრავალფეროვანი იყოს და ნაკლები სახის სასარგებლო ბაქტერია დარჩეს. ეს ცვლილება უკვე იწვევს ზემოქმედებას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე" - წერს ზაზა წერეთელი.

კვლევის წყარო: Wall street journal