ავტორი:

დღეიდან პენსიონერების სესხებზე პირობები განახლდება - ვის და რა ეცვლება?

დღეიდან პენსიონერების სესხებზე პირობები განახლდება - ვის და რა ეცვლება?

დღეიდან, 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით და ოვერდრაფტებით. ამის შესახებ „ლიბერთის“ მიერ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.

ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარე პირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.

"ლიბერთის“ პასუხები საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებასთან დაკავშირებით, ხშირად დასმულ კითხვებზე:

ვინ ისარგებლებს განახლებული პირობებით?

პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.

რა მექანიზმით დაკორექტირდება საპროცენტო განაკვეთი?

მომხმარებლებს სესხის მიმდინარე პირობები ავტომატურად დაუკორექტირდებათ, ბანკში დამატებითი ვიზიტის გარეშე...წაიკითხეთ სრულად