ავტორი:

"სამი წლის ვიყავი, როცა მოხუც კაცზე გავთხოვდი" - ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა: ახალგაზრდა ქალის გაქცევა სექტიდან და გზა ძალადობიდან ამერიკულ თავისუფლებამდე

"სამი წლის ვიყავი, როცა მოხუც კაცზე გავთხოვდი" - ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა: ახალგაზრდა ქალის გაქცევა სექტიდან და გზა ძალადობიდან ამერიკულ თავისუფლებამდე

ამ ისტორიამ ერთი წლის წინ მსოფლიო შეძრა. ახალგაზრდა ქალმა ყველას მოუყვა, როგორ გაათხოვა სექტანტმა დედამ 3 წლის ასაკში მოხუც მამაკაცზე. ახლა სერენა ზრდასრული ქალია, პროფესიით ფსიქოლოგი და თავად ეხმარება სხვა ადამიანებს ბავშვობის ტრავმებთან გამკლავებაში.

"სამი წლის ვიყავი, როდესაც მოხუც კაცზე გავთხოვდი".

სერენა დაიბადა ცნობილ სექტაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დევიდ ბერგი. თავად ბერგი იყო ევანგელისტური მქადაგებელი, რომელმაც დააარსა ღვთის შვილების სექტა კალიფორნიაში 1968 წელს. მას შეუერთდნენ სახლიდან გაქცეული თინეიჯერებისა და ჰიპების ჯგუფი.

70-იანი წლების შუა პერიოდისთვის კაცი ამტკიცებდა, რომ ჰყავდა 10 000 მიმდევარი 130 კომუნაში, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავების, როუზ მაკგოვანისა და ხოაკინ ფენიქსის ოჯახები. ბერგი მხარს უჭერდა უხამს სექსს და ამტკიცებდა, რომ არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები, განურჩევლად ასაკისა და ურთიერთობისა.

სექტანტები მაშინ ცხოვრობდნენ მდიდრულ სასახლეში, სადაც ყველანაირი პირობები ჰქონდათ: დიდი საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტი და დიდი ეზო. გოგონას დედა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ერთ-ერთი ფავორიტი იყო, ამიტომ ბერგმა გადაწყვიტა, რომ ცოლად მისი ქალიშვილი მოეყვანა. მშობელს ეს ძალიან უხაროდა, რადგან ლიდერის სურვილს უდიდეს წყალობად თვლიდა.

სერენას დედა და კულტის უფროსი

"ჩემი პირველი მოგონებები უკავშირდება იმას, თუ როგორ მოვხვდი "ბაბუას" კალთაში. მას ძალიან უსიამოვნო სუნი ასდიოდა და ავტირდი. ბეჭედი მომაწოდა და მითხრა, რომ ჩვენ გვაქვს კავშირი და ახლა ყოველთვის ერთად ვიქნებით“ - ჰყვება სერენა.

გოგონას ქორწილი "ბაბუასთან" 1986 წელს შედგა. ბავშვს საქორწინო ბეჭედი დიდი ჰქონდა და სპეციალური ლენტით დაუმაგრეს.

სექტაში ბევრი ბავშვი არ იყო, მაგრამ სერენას ერთი ბიჭი ახსოვდა, რიკი. ამ საზოგადოებაში ისინი ითვლებოდნენ „კულტის ლიდერის რჩეულებად“, რაც მეტ პრივილეგიას ანიჭებდათ, მაგრამ ბავშვებს ეს საერთოდ არ უხაროდათ.

"ჩვენ გავიზარდეთ საშინელ გარემოში, მაგრამ იქ ეს ყველაფერი ნორმად ითვლებოდა. თამაშის დროს დავრბოდით სასახლის საერთო ოთახებში - და ხშირად ვაწყდებოდით ორგიებს. დროთა განმავლობაში, მსგავსი რამის ხილვა ჩვეულებრივი გახდა, მაგრამ იყო ისეთი რამ, რაც ბავშვებს აშინებდათ - ხუმრობისა და დაუმორჩილებლობისთვის მათ აიძულებდნენ შიშვლებს ეცეკვათ და ამ დროს კამერით უღებდნენ".

მეურვეები ბავშვებზე ძალადობდნენ და აიძულებდნენ, კბილის ჯაგრისით გაესუფთავებინათ აბაზანა.

ერთ დღეს, როდესაც სერენა ხუთი წლის იყო, დედამ შუაღამეს გააღვიძა. უთხრა, "ადექი, ჩვენ უნდა წავიდეთ". გოგონას არ ესმოდა, რატომ უწევდათ მუდმივად გადაადგილება. აცრემლებული და გამოუძინებელი ბავშვი აეროპორტში წაიყვანეს, სადაც თვითმფრინავში ჩასვეს და იაპონიაში გაგზავნეს. მხოლოდ ზრდასრულმა სერენამ შეიტყო, რომ მათ სექტას პოლიცია მუდმივად დევნიდა...

იაპონიაში გოგონა დორამ და მუსიკოსმა ჯერემი სპენსერმა იშვილეს, რომლებიც ასევე სექტის წევრები იყვნენ. სერენას დედა კი კულტის წევრებთან ერთად აგრძელებდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას. ერთი წლის შემდეგ, დორა და ჯერემი გოგონასთან ერთად გადავიდნენ ბრაზილიაში.

"დორა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არავინ უნდა იცოდეს სად ვიყავით. დაბადებისას დამარქვეს მერი დარლინგი, მაგრამ ჩემს მშვილებელ ოჯახში სერენად გადამიკეთეს".

მძიმე დღეები

ძალიან რთული იყო გოგონასა და სექტის სხვა ბავშვების ცხოვრება, რომლებსაც სერენას მსგავსად ახლა მეურვეები აკონტროლებდნენ. მოზარდები აიძულებდნენ მათ გაეკეთებინათ ყველა მძიმე სამუშაო სახლის პირობებში.

"დედამ მითხრა, რომ მომკლავდა თუ მე გაქცევას გადავწყვეტდი."

1994 წელს, როდესაც სერენა 12 წლის იყო, დევიდ ბერგი გარდაიცვალა. ხელმძღვანელი მისი ქვრივი კარენი გახდა. ქალმა შეასუსტა კონტროლი თანამებრძოლებზე, სექტის უკანონო საქმიანობის გამოვლენის შიშით, წევრებისთვის უცხო პირებთან კომუნიკაციის წესები შემსუბუქდა. ამ დროს სერენა და მისი დედა საცხოვრებლად მექსიკაში გადავიდნენ.

თინეიჯერი გოგონა უკვე ხვდებოდა, რომ ყველაფერი, რაც ადრე მოხდა მის ცხოვრებაში, არ იყო ნორმალური. ერთ დღეს, მეზობლის ბავშვებმა ფეხბურთის სათამაშოდ დაუძახეს. მანამდე გოგონას ეგონა, რომ ვინც მათ სექტაში არ იყო, ეშმაკს ემსახურებოდა. გაოცდა, როდესაც ნახა, რომ მისი ახალი ნაცნობები კეთილები იყვნენ. ერთხელ გოგონამ დედას ჰკითხა: "შეგიძლია მომკლა, თუ ღმერთი გიბრძანებს?" - დედის პასუხმა შოკში ჩააგდო.

„მაშინ მივხვდი, რომ საფრთხეში ვიყავი და მასთან ცხოვრება არ შეიძლებოდა. დავიფიცე, რომ მივატოვებდი, როგორც კი 18 წლის გავხდებოდი. ამ დროს ჩემი ბავშვობის მეგობარი რიკი უკვე გაქცეული იყო სექტიდან. ჩვენმა ლიდერებმა განმარტეს, რომ ის დემონის მსხვერპლი იყო და უნდა გველოცა მისთვის, რომ გადარჩენილიყო".

გაქცევა და ახალი ცხოვრება

სერენამ პირობა შეასრულა - სრულწლოვანების დღესვე ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა. გაქცეულის დაბრუნების იმედით, გოგონას დედამ უთხრა: "თუ წახვალ, უკან დასაბრუნებელი აღარ იქნება!" მაგრამ გოგონას არ აინტერესებდა, უნდოდა ცხოვრება ნულიდან დაეწყო...

სერენა შტატებში გაემგზავრა, სადაც გაიცნო ადამიანი, რომელიც მასავით სექტის მსხვერპლი იყო. მისმა მაგალითმა შთააგონა, რომ თავადაც შეეძლო საკუთარი ბედის მთლიანად შეცვლა. გარკვეული პერიოდი საბუთებიც არ ჰქონდა.

"გავხდი ფსიქოლოგი, რათა დავეხმარო ჩემს თავს და სხვებს“

კულტის გარეთ ცხოვრება გოგონასთვის თავიდან უჩვეულო და გაუგებარი იყო. მაგრამ ძალიან მოეწონა, რადგან სრულიად თავისუფალი იყო. გარკვეული თანხის გამომუშავების შემდეგ, ჩააბარა სასკოლო გამოცდები, რადგან სექტაში ცხოვრებისას სწავლის დრო არ ჰქონდა, შემდეგ კი ისწავლა უნივერსიტეტში.

„სწავლის დამთავრების შემდეგ, მივიღე რამდენიმე მიწვევა მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე. ჩემმა წარმატებებმა ძალიან გამახარა - და მაინც დისკომფორტი ვიგრძენი. წარსული არ მიშვებდა. შემდეგ გადავწყვიტე გავმხდარიყავი პროფესიონალი ფსიქოლოგი, რათა დავეხმარო ჩემს თავს და ყველას, ვინც ოდესმე ყოფილა სექტანტების მსხვერპლი“ - ამბობს სერენა.

მიუხედავად საშინელი ბავშვობისა, სერენა დედაზე არ გაბრაზებულა. უფრო მეტიც, მას ძალიან ეცოდება თუმცა, მას არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს მასთან.

„დედაჩემი სექტის წევრი აღარ არის. როდესაც ის სექტაში შევიდა, მხოლოდ 19 წლის იყო. ასე რომ, გარკვეული გაგებით, ის თავად გახდა გარემოებების მსხვერპლი. და მაინც, ყველა ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და მან ეს არ გააკეთა,“ - ამბობს ქალი.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, დევიდ ბერგი ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. დარღვეული ფსიქიკის მქონე ადამიანი, ღმერთის სახელით არწმუნებდა ხალხს, რომ სამყაროს აღსასრული მოახლოვდა. ერთადერთი გზა "გადარჩენისთვის" კი ის ცხოვრების წესი იყო, რაც სექტაში დაამკვიდრა - აღვირახსნილი, სექსუალური ცხოვრება მცირეწლოვანი ბავშვების მონაწილეობით.

"მე ჯერ კიდევ მაქვს ის ბეჭედი, რომელიც "ბაბუამ" გამიკეთა თითზე, როდესაც მხოლოდ სამი წლის ვიყავი. მაშინ ეს იყო ჩემი კონტროლის გზა. ბეჭედს ბოლომდე არ ვიშორებ და ხანდახან ვუყურებ, რომ კიდევ ერთხელ მივხვდე: რას გადავურჩი და წარსული აღარ მემუქრება...“

ახლა სერენა ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოლოგია, რომელიც მუშაობს ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე პაციენტებთან. 1968 წელს დაარსებული ღვთისშვილების სექტა 2010 წელს დაიშალა. იგი შედგებოდა 13 000 ადამიანისგან და ჰყავდა 130 თემი მთელს მსოფლიოში.

წყარო: mirror.co.uk