ავტორი:

ცნობილი მოდელისა და მსახიობის 7 მილიონიანი სახლი ხანძრის შედეგად განადგურდა - რას წერს კარა დელევინი?

ცნობილი მოდელისა და მსახიობის 7 მილიონიანი სახლი ხანძრის შედეგად განადგურდა - რას წერს კარა დელევინი?

ბრიტანელი მოდელისა და მსახიობის, კარა დელევინის ლოს-ანჯელესის სახლი, რომლის ღირებულებაც 7 მილიონი დოლარია, ხანძრის შედეგად სრულიად განადგურდა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტმა (LAFD) განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევი მიზეზი გამოძიების პროცესშია. დელევინმა "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა და მეხანძრეებს თავისი ორი კატის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

"გული ძალიან მწყდება. ცხოვრება შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს, ამიტომ დააფასეთ ის, რაც გაქვთ. მადლობა ყველა მეხანძრე-მაშველს და ხალხს, ვინც გამოცხადდა დასახმარებლად…” - ვკითხულობთ პოსტში.

ბრიტანული სტილის საცხოვრებელი სახლი 1941 წელს ვონ დერ აჰეს ოჯახმა ააშენა. მას შემდეგ საცხოვრებელმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, მისი ბოლო მეპატრონე კი კარა დელევინი იყო.