ავტორი:

"პრინცესა სასახლიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ქმარმა უღალატა და სხვა ქალისგან შვილი შეეძინა" - რა ახალი ვერსია ვრცელდება ქეით მიდლტონის გაუჩინარების შესახებ

"პრინცესა სასახლიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ქმარმა უღალატა და სხვა ქალისგან შვილი შეეძინა" - რა ახალი ვერსია ვრცელდება ქეით მიდლტონის გაუჩინარების შესახებ

ვერსიები იმის შესახებ, თუ სად გაქრა ქეით მიდლტონი, როგორც უცხოური მედია წერს, ისე მრავლდება, როგორ "წვიმის შემდეგ სოკოები". სამეფო კარი კი ამ თემაზე კვლავ დუმს.

ეს არ არის უცნაური - რადგან სამეფო ოჯახს არასოდეს უსაუბრია ღიად მონარქების და მათი ახლობლების დაავადებების შესახებ. თუმცა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეით მიდლტონი დროებით პაუზას იღებდა ოპერაციის გამო, სამეფო ოჯახმა მალევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზს კიბო აქვს.

  • მარტის დასაწყისში ქეითის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ სპეციალური პროგრამით იყო დამუშავებული, საქორწინო ბეჭედი არ ჩანს. ამ ფაქტმა პრინც უილიამისა და ქეითის განქორწინების შესახებ ჭორების ახალი ტალღა გამოიწვია. ეს ვერსია ამერიკელმა ტელეწამყვანმა სტივენ კოლბერტმაც განიხილა.

მას სჯერა, რომ ქეითი სასახლიდან გაიქცა მას შემდეგ, რაც შეიტყო ქმარს უკანონო შვილი ჰყავდა და ის ახლა განქორწინებას ითხოვს. მთელი ამ დროის განმავლობაში კი სამეფო კარი ქეითს ურჩევს, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოს. გავრცელებული ვერსიით, უილიამის უკანონო შვილის დედა, ქეითის ყოფილი მეგობარი, როუზ ჰენბერია. უილიამისა და როუზის რომანზე ბრიტანული ტაბლოიდები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წერდნენ.

  • ცოლის მეგობართან ღალატი?

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქეითმა თავის მეგობართან, ყოფილ მოდელ როუზ ჰანბერთან იჩხუბა.

ქალი, მეუღლესთან, მარკიზ დევიდ ჩამლთან ერთად ნორფოლკის სამეფო რეზიდენციიდან ექვს კილომეტრში ცხოვრობს. წყვილი ქეითისა და უილიამის ახლო მეგობრები იყვნენ. მარკიზი და პრინცი ერთად ნადირობდნენ, მათი შვილები კი მეგობრობდნენ. მაგრამ მოულოდნელად ოჯახებმა შეწყვიტეს ურთიერთობა. ამავდროულად, გაჩნდა ჭორები, რომ უმცროსი ქალიშვილი როუზს პრინცისგან შეეძინა.

როუზი ქმართან ერთად

როუზი და მისი ქმარი მარკიზი დაქორწინდნენ ლონდონში, 2009 წლის 24 ივნისს, ნიშნობის გამოცხადებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ. მარკიზი თავის ა ცოლზე თითქმის ორჯერ უფროსია. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ტყუპი ვაჟი - ალექსანდრე ჰიუ ჯორჯ ჩოლმონდელი და ოლივერ ტიმოთი ჯორჯ ჩოლმონდელი, ასევე ქალიშვილი, ლედი აირის მარინა ალინ ჩოლმონდელი.

  • როუზ ჰანბერი არის ვებ დიზაინერის ტიმოთი ჰანბერის და მოდის დიზაინერის, ემა ჰანბერის ქალიშვილი. მისი და მარინაც სამეფო წრეს ეკუთვნის.

ჯერ კიდევ წლების წინ, უილიამისა და ჰანბერის რომანის შესახებ გავრელებული ჭორები სამეფო კარს არ უარყვია, თუმცა, რა თქმა უნდა, არც არავის დაუდასტურებია. ექსპერტ ომიდ სკობის თქმით, კენსინგტონის სასახლეში შიშობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია "უარყოფითად აისახება უილიამის რეპუტაციაზე" და რომ სამეფო ოჯახმა კარგად გამოიყენა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სასახლიდან წასვლა, რათა უილიამსზე ჭორებიდან ყურადღება მათზე გადასულიყო.

სტატია The Sun-ის ვებგვერდზე მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი წაშალეს. მას შემდეგ ეს თემა პრესაში არასოდეს განხილულა, მაგრამ სოციალურ ქსელ X-ში ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ჟაილ კორენმა დაწერა: "დიახ, ეს ღალატია. მე არ წამიკითხავს სტატია, მაგრამ უკვე ვიცი ღალატის შესახებ“.

არსანიშნავია, რომ წლების წინ, როდესაც უილიამის სკანდალურ რომანზე გავრცელდა ინფორმაცია, Us Weekly-ს სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, რომ უილიამისა და ქეითისთვის "ოჯახი პირველ ადგილზეა და ყოველთვის იქნება“.

  • განქორწინება თუ სასახლიდან გაქცევა?

მას შემდეგ, რაც ქეითმა დედის დღეს ოფიციალურ ანგარიშზე გამოაქვეყნა ფოტო საქორწინო ბეჭდის გარეშე, ჭორები უილიამის და ჰანბერის რომანის შესახებ გაახლდა.

სამეფო კარის გულშემატკივრები იცავენ უილიამისა და ქეითის ქორწინებას და წერენ, რომ ქეითს სავარაუდოდ იმ მიზეზით არ ეკეთა საქორწინო ბეჭედი, რათა თავი კომფორტულად ეგრძნო ოპერაციის შემდეგ, ხოლო ფოტოს რეტუშირებას იმით ხსნიან, რომ ოპერაციის შემდეგ, პრინცესა ცუდად გამოიყურება და არ უნდოდა ასე გამოჩენილიყო საზოგადოებაში.

  • სასახლე აცხადებს, რომ პრინცესა აღდგომამდე არ დაუბრუნდება საზოგადოებას.

ფანებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ ბოლო პერიოდში ქორწინების ბეჭედს არც პრინცი უილიამი აღარ ატარებს.

შეთქმულების თეორეტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ქეითი განქორწინებას ითხოვს, რადგან მან უკვე შეიტყო ქმრის უკანონო შვილის შესახებ. სხვა ვერსიით, განქორწინების ინიციატორი თავად უილიამი იყო. ახლა განქორწინების ვერსიის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ კადრებში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, მანქანაში პრინცის გვერდით ქეითი კი არა, როუზ ჰანბერი იმყოფებოდა. ფოტოზე მხოლოდ ქალის თავის უკანა მხარე ჩანს, ამიტომ ამ ფაქტის გადამოწმება შეუძლებელია - ორივე გამხდარი და შავგვრემანია სახის მსგავსი ნაკვთებით.

თუ უილიამს სურს განქორწინება, რათა საყვარელზე დაქორწინდეს, ეს ბევრ რამეს ხსნის. თუ ეს დადასტურდა, ამ შემთხვევაში უილიამი გაიმეორებს მამის, მეფე ჩარლზ III-ის ბედს, რომელიც გაშორდა პრინცესა დაიანას და ცოლად კამილა შეირთო.