„თბილისი უკვე ჰგავს ბეირუთს, სირიას და უკეთეს შემთხვევაში ისრაელს“ - ამბობს ქალაქ-მგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, რადიო პალიტრის გადაცემაში „თქვენი დრო“, სადაც განხილვის მთავარი თემა თბილისში მიმდინარე უკონტროლო მშენებლობები და განაშენიანების პოლიტიკის სავალალო შედეგები იყო.
ზურაბ ბაქრაძის თქმით, საქართველოში ქალაქმშენებლური სამართლის კოდექსი რეალურად მხოლოდ ინვესტორთა ინტერესებზეა მორგებული და მასში მრავალი ნაკლი არსებობს.
„ეს სამართალი არის იმისთვის, რომ ინვესტორებმა ქალაქი მხოლოდ ფულის გასაკეთებელ ტერიტორიად დაინახონ. ის არ უწევს ანგარიშს ადგილობრივ მოსახლეობას, სამეზობლოს და ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს. იმდენად ბევრი ნაკლი და დარღვევაა ამ კოდექსში, რომ იგი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და მასში არსებობს საოცარი გადაცდენები“, - ამბობს ზურაბ ბაქრაძე.
მისი თქმით, კოდექსის ერთ-ერთ უმთავრეს დარღვევას ის წარმოადგენს, რომ იგი ინვესტორებს და კომპანიებს ნებას რთავს, საცხოვრებელი სახლები ერთმანეთთან ძალიან ახლოს, თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრიანი დაშორებით ააშენონ, რაც თავისთავად დაუშვებელია. განაგრძეთ კითხვა