ავტორი:

იგოეთთან, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა - არიან დაშავებულები

იგოეთთან, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა - არიან დაშავებულები

იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.