ავტორი:

სტალინის შთამომავალი ამტკიცებს, რომ პუტინი "დიდი ხანია მკვდარია": რას ამბობს იაკობ ჯუღაშვილი დასავლურ მედიასთან - "პუტინის ნაცვლად მსახიობებს იყენებენ"

სტალინის შთამომავალი ამტკიცებს, რომ პუტინი "დიდი ხანია მკვდარია": რას ამბობს იაკობ ჯუღაშვილი დასავლურ მედიასთან - "პუტინის ნაცვლად მსახიობებს იყენებენ"

ვლადიმერ პუტინი "დიდი ხანია მკვდარია" - ამტკიცებს სტალინის შვილიშვილი. იაკობ ჯუღაშვილი, რომელიც მჭიდროდ არის ჩართული რუსულ პოლიტიკაში, თვლის, რომ ტირანი "დიდი ალბათობით" მკვდარია და კრემლი მის ჩასანაცვლებლად მსახიობს იყენებს.

იაკობ ჯუღაშვილი

71 წლის პუტინს დიდი ხანია ადანაშაულებენ ორეულების გამოყენებაში. არსებობს ვარაუდი, რომ დიქტატორს სულ მცირე, სამი ორეული ჰყავს, რომლებიც მკაცრი დაცვისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურის "მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ" იმყოფებიან.

ზოგიერთი რუსული წყარო თვლის, რომ პუტინი მკვდარია, სხვები ამტკიცებენ, რომ იგი ცოცხალია, მძიმედ არის ავად და ბუნკერში იმალება. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი თავის ბოლო საახალწლო მიმართვის დროს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

წლის დასაწყისში, თავად პუტინმაც აღნიშნა, რომ ძველი მეგობრები ვეღარ ცნობენ:

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ჩუკოტკაში ადამიანთა მცირე ჯგუფს უთხრა: "როდესაც ჩემს კლასელებს ან უნივერსიტეტის მეგობრებს ვხვდები, ისინი ხშირად მიყურებენ და მეუბნებიან - "არ მჯერა, სინამდვილეში შენ ხარ თუ არა?“

"პუტინი დიდი ხანია გაქრა და მის ნაცვლად მსახიობებს იყენებენ. რეალურად, 2002 წლიდან გადაღებული ფოტოები ვლადიმერ პუტინის ადრინდელ ფოტოებს საერთოდ არ ემთხვევა. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ ის მკვდარია" - ამბობს იაკობ ჯუღაშვილი.

იაკობ ჯუღაშვილი სტალინის უფროსი ვაჟის, იაკობ ჯუღაშვილის შვილიშვილია. იგი 1972 წელს თბილისში დაიბადა. საშუალო განათლება მოსკოვში მიიღო. 1992-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა.

1997 წელს დაამთავრა გლაზგოს ხელოვნების სკოლა ბაკალავრის ხარისხით. 2005 წლის ოქტომბერში შეუერთდა მამამისს, სამხედრო ისტორიკოსს და საბჭოთა არმიის გადამდგარ პოლკოვნიკს, ევგენი ჯუღაშვილს, ნიდერლანდებში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით "იალტა და მის ფარგლებს გარეთ". ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მოკავშირეთა ორი სხვა ლიდერის, უინსტონ ჩერჩილისა და ფრანკლინ რუზველტის შვილიშვილები.

იაკობ ჯუღაშვილი ამჟამად IGPR ZOV -ის მოძრაობის აქტივისტია.

წყარო: Thesun