ავტორი:

"სანდო პირმა გვითხრა, პოლიციას თავიდანვე რომ სცოდნოდა, ანა გუდავა ვისი შვილიც იყო, სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერიო" - რას ჰყვება გარდაცვლილი ბიჭის და

"სანდო პირმა გვითხრა, პოლიციას თავიდანვე რომ სცოდნოდა, ანა გუდავა ვისი შვილიც იყო, სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერიო" - რას ჰყვება გარდაცვლილი ბიჭის და

როგორც ცნობილია, 1-ლ მარტს, მკვლელი ნარკოტიკის მორიგი მსხვერპლი კიდევ ერთი ახალგაზრდა გახდა. 22 წლის არჩილ ბარდაველიძე თერჯოლის სოფელ ბარდუბანში საკუთარ სახლში, ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაიცვალა. მასთან ერთად იმ დღეს მის სახლში სტუმრად იყო მისი მეგობარი გოგონა, ანა გუდავა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ წყვილმა ნარკოტიკი ერთად მოიხმარა, დილას გაღვიძებულ ანას უგონო მდგომარეობაში დახვდა აჩი. როგორც ჩანს, გოგონა ჯერ თავად შეეცადა მის მოსულიერებას, მაგრამ რომ ვერ უშველა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. იქ მისულ ექიმებს ბიჭი გარდაცვლილი დახვდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან აიყვანა 20 წლის ანა გუდავა, რომელიც აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ გუდავას ქალიშვილია.

  • პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ითქვა ისიც, რომ დაკავებული გოგონა ბრალს აღიარებდა. ის ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული და სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება. დაკავებული გოგონას უმკაცრესად დასჯას ითხოვენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. ისინი ირწმუნებიან, რომ სწორედ მან ჩამოიტანა თბილისიდან დიდი რაოდენობით ნარკოტიკი. თუმცა, როგორც ჩანს, თავის ჩვენებაში ამას არ ამბობს ბრალდებული. საქმის პროკურორის თქმით, სოფელ ბარდუბანში გუდავა არჩილ ბარდაველიძის თხოვნით ჩავიდა.

"ბარდაველიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ანა გუდავას. უთხრა, რომ მისთვის კარგი სიახლეები ჰქონდა და ჩასვლა სთხოვა სოფელ ბარდუბანში. ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რადგან ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და გარდაცვლილთან ერთად არაერთხელ მოიხმარა, მიხვდა, რომ სიახლეში მან ნარკოტიკული ნივთიერება იგულისხმა. ამიტომაც ჩავიდა მათთან სახლში სტუმრად. ბრალდებული იმასაც აცხადებს, რომ გარდაცვლილმა უთხრა, მას ჰქონდა გარკვეული პარტია მეტადონის, ფუძის, რომელიც უნდა განეთავსებინა სხვადასხვა ლოკაციაზე, რაშიც ისინი სარგებელს მიიღებდნენ. სარგებელი მისი თქმით, იყო ის, რომ მათ უფასოდ ექნებოდათ ნარკოტიკული საშუალება. ორივე ნარკოტიკის მომხმარებელი იყვნენ. როგორც ბრალდებულმა პოლიციელებს განუმარტა, ერთად დააფასოეს ის ნარკოტიკული საშუალებები, რაც ბარდაველიძეს სახლში ჰქონდა", - აცხადებს საქმის პროკურორი.

ბრალდებულის ჩვენებაზე დაყრდნობით, პროკურორი დარწმუნებით ამბობს, რომ ეს ნივთიერება სახლში გუდავას არჩილ ბარდაველიძემ დაახვედრა. მისი თქმით, საქმეში დევს მათი სატელეფონო მიმოწერებიც. "გარდაცვლილს სახლში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები და ის წინადადებას აძლევს ბრალდებულს, რომ დაეხმაროს დაფასოებაში. სახლში ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია სასწორი, წებოვანი ლენტი, რომლითაც ხდება ამ ნივთიერებების გასაღება. თანხმდება ამას ბრალდებული. იმავე საღამოს დაბინდებულზე დებენ 24 პაკეტს სამტრედიის სოფელში, კონკრეტულ ლოკაციებზე. მათ კუთვნილ მობილურებში კონკრეტულ ლოკაციაზე გადაღებული ფოტოებიც აღმოჩნდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ჩვენ დადგენილად მიგვაჩნია, რომ ეს ნარკოტიკული საშუალებები იყო ამ ოჯახში და ეს დასტურდება ტელეფონში არსებული მასალებითაც... ასევე სახლში, მობილური ტელეფონის ყუთშია ნაპოვნი დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთიერება", - ამბობს საქმის პროკურორი.

არჩილ ბარდაველიძის და ადასტურებს, რომ მათი სახლიდან ამ ტრაგედიის შემდეგ მართლა ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, მაგრამ ის ხელს იშვერს ბრალდებულისკენ და აცხადებს, რომ გუდავამ ჩამოიტანა თბილისიდან ეს ნივთიერება. ოჯახი პროკურორის განცხადების მოსმენის შემდეგ თვლის, რომ რადგან გოგონას დედა "ქართული ოცნების" ჩინოსანია, ყველაფრის დაბრალებას გარდაცვლილისთვის აპირებენ, რომ ამ გზით გადაარჩინონ დაკავებული და იხსნან ის უმძიმესი სასჯელისგან.

არჩილ ბარდაველიძის დამ გვიამბო:

- აჩიკო ჩემს ხელში გაიზარდა, მე მასზე 14 წლით უფროსი ვარ. ბათუმში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად და სამი წელიწადი ჩემი ძმა ჩვენთან ცხოვრობდა. ისეთი ოჯახი გვქონდა, მართლა წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. ჩემი ძმა რესტორანში მუშაობდა. იქაც შეგიძლიათ იკითხოთ, როგორი ადამიანი იყო. ამ ზაფხულს რესტორანში სამუშაოდ ანა გუდავა მივიდა, იქ გაიცნეს ერთმანეთი. ცოტა ხანს იმუშავა ამ გოგომ რესტორანში და მერე თბილისში წავიდა. ჩემი ძმისგან ვიცოდი, რომ მათ უყვარდათ ერთმანეთი. როცა ანა თბილისში წავიდა, იქიდან სულ ურეკავდა და ეუბნებოდა აჩიკოს, რომ ისიც თბილისში გადასულიყო.

აქ იმუშავე, უფრო მეტი ხელფასებიაო, მაგრამ რადგან ასაკით პატარა იყო, მე და ჩემი მეუღლე არ ვაძლევდით ბათუმიდან წასვლის უფლებას. ჩემი რიდიც და ხათრიც ჰქონდა აჩიკოს, ამიტომ არ წასულა. რამდენჯერმე ვთხოვე ჩემს ძმას, ანა მოეყვანა ჩვენთან სახლში, მაგრამ არ გაგვაცნო. 16 თებერვალს ჩემთან შეუთანხმებლად წავიდა ჩემი ძმა ბათუმიდან. მერე გავარკვიე, რომ ანასთან ჩავიდა თბილისში. იქ რას აკეთებდნენ, ჩემთვის უცნობია. აჩიკო 23 თებერვალს დაბრუნდა სოფელ ბარდუბანში, სადაც დედა ცხოვრობს და მას ეხმარებოდა საგაზაფხულო სამუშაოებში. რომ ვესაუბრე, მითხრა, - დედას დავეხმარები და ცოტა ხანში ჩამოვალ ბათუმშიო.

- ანა გუდავა ჩვენებაში ამბობს, რომ თქვენს სოფელში აჩიკოს თხოვნით ჩავიდა.

- 1-ლ მარტს ჩამოსულა ანა გუდავა თბილისიდან. აჩიკო მას ქუთაისში დახვედრია და ერთად წასულან სამტრედიაში. სხვადასხვა ლოკაციაზე დადეს ნარკოტიკი, საღამოს 10-ის ნახევარზე კი სახლში დაბრუნდნენ. დედაჩემს მანამდე დაურეკა ჩემმა ძმამ და უთხრა, სტუმარი მომყავსო. დედამ მიიღო ეს გოგო, არაფერი უეჭვია. ჩვეულებრივად შემოვიდა ჩვენს სახლში. დედამაც იცოდა, აჩიკოს ანა რომ უყვარდა. დედა იმ ღამეს მათზე ადრე დაწვა, რადგან მეორე დილით სამსახურში უწევდა წასვლა. მეორე სართულზე ავიდა დასაძინებლად, ესენი პირველ სართულზე დარჩნენ, იქ, სადაც საძინებელი ოთახი გვაქვს. დილით რომ ადგა დედაჩემი, ნახა, რომ მისი შვილი საწოლში იწვა, დღისით 2 საათზე კი ეს საშინელი ამბავი გვითხრეს. ძალიან მჭიდრო დასახლებაა ჩვენთან, მაგრამ მეზობლებს არაფერი გაუგიათ მანამ, ვიდრე "სასწრაფო" არ მოვიდა. ამ გოგოს ერთი რომ დაეძახა, მიშველეთო, ყველა გაიგებდა და მიეშველებოდნენ, მაგრამ მას დახმარება არავისთვის უთხოვია. თავდაპირველ ჩვენებაში, რომელიც ანა გუდავამ სამართალდამცავებს მისცა, ეწერა, რომ მან დილით გაიღვიძა 12 საათზე, ჩემს ძმას უყვარდა გულაღმა წოლა, მაგრამ ის იმ დროს პირქვე დამხობილი იყო. დაუძახა აჩიკოს და რომ ვერ გააგონა, გადმოაბრუნა. ანა გუდავამ დაურეკა საერთო მეგობარს, რუსლან აბუსელიძეს, მერე ფოტოები გადაუღო მკვდარს და რუსლანს გაუგზავნა, - რა ვუყო არ ვიციო...განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: