ავტორი:

"სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, რადგან ხაჭაპური 50 თეთრით უფრო ძვირი ღირს" - სააკაშვილი

"სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, რადგან ხაჭაპური 50 თეთრით უფრო ძვირი ღირს" - სააკაშვილი

ხორცის ყიდვა პენსიონერს არ შეუძლია-დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, არ ყიდულობენ ხაჭაპურს მარტივი მიზეზის გამო, ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ახალგაზრდების ნაწილ ნარკოტიკებისგან ვკარგავთ, ნაწილს კი ემიგრაციაში.

"ჩვენი საკნის ფანჯრები უყურებს ახალ ნარკოლოგიურს, რომელიც საქართველოში გაიხსნა. სოკოებივით იზრდება ნარკოლოგიურების რაოდენობა. საქართველოში შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით ძალიან საშიში ნარკოტიკი. თუ ჩვენ დროს მკვეთრად შემცირდა ნარკომანია, ახლა ისე იზრდება და ისეთი საშიში ხდება... სიხარულიძე, ნარკოლოგი მოგვიწოდებს, რომ ნარკოპოლიტიკა გვჭირდება და ახალი მიდგომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც 90-იან წლებში გადაშენდა მთელი თაობა, ასეთივე გადაშენება ემუქრება ქართველ ახალგაზრდობას. 2023 წლის მონაცემებით, 883 ათას ადამიანს დალომბარდებული აქვს ნივთები. იმავე წელს ბანკის მოგება იყო 2 მილიარდ 700 მილიონი. ჩემს მმართველობასთან შედარებით ბანკების მოგება გაიზარდა ოთხჯერ.

898 ათასი პენსიონერიდან 360 ათას პენსიონერს აქვს საპენსიო სესხი აღებული. საპენსიო სესხი უნდა განულდეს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სანამ ისინი წააგებენ არჩევნებს საპენსიო სესხი გაანულონ. პენსიონერს აქვს არჩევანი, მან უნდა იყიდოს ან ხორცი, ან სამარე. ხორცის ყიდვა საშუალო პენსიონერს არ შეუძლია. დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, არ ყიდულობენ ხაჭაპურს მარტივი მიზეზის გამო, ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება. 350 ათასი ადამიანი იღებს 800 ლარამდე ხელფასს, აბა იცხოვრეთ 800 ლარის შემოსავლით. ყოველ წელს ორმაგდება იმ სკოლის მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც სწავლას წყვეტენ, რადგან მშობლებს ევროპაში მიჰყავთ, არ დაედგომებათ საქართველოში. ეს არის დაკარგული თაობა. ჩვენი ახალგაზრდების ნაწილი იკარგება ნარკოტიკებისგან, ნაწილი ემიგრაციაში. სოციალურთა დაუცველთა რაოდენობა 600 ათასს აღემატება“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა განმარტა, რომ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც კაზინოდ გადააკეთეს უნდა ყოფილიყო ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი ჰაბი საქართველოში.

"პირველებმა განვჭვრიტეთ, რომ დრონები საექსპორტო მაღალტექნოლოგიური უპილოტო აპარატები ერთ-ერთი პერსპექტიული პროდუქტი იქნებოდა. „დელტაში“ დავიწყეთ გამოშვება, ამათ პირველი წარმოება დახურეს, რომ არ დაგვეხურა დღეს მილიარდობით დოლარის უპილოტო საფრენ აპარატებს გავყიდდით, ამის ყველა საფუძველი გვქონდა. ექსპორტი იქნებოდა არა იაფფასიანი მუშახელი და სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებიც სარდაფში ჰყავთ ნარკოკარტელებს, არამედ ჩვენი ექსპორტი იქნებოდა მაღალტექნოლოგიური პროდუქცია, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმოებული, რომლის გამოყოფილი 150 მილიონი დოლარი გაფლანგეს და შენობა კაზინოდ გადააკეთეს ბათუმში. „დელტას“ მაღალტექნოლოგიური წარმოება გვექნებოდა. ამის აღდგენის საშუალება კიდევ გვაქვს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.