ავტორი:

რატომ იზრდება ორგანულ პროდუქტზე მოთხოვნა და რა ვითარებაა საქართველოში?

რატომ იზრდება ორგანულ პროდუქტზე მოთხოვნა და რა ვითარებაა საქართველოში?

The Business Research Company-ის კვლევის თანახმად, ორგანული პროდუქტების ბაზრის მოცულობა 2023 წელს 245 მილიარდი აშშ დოლარიდან 2024 წელს 280 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. პროცენტულად ზრდის წლიური მაჩვენებელი 14%-ს გაუთანაბრდება. 2028 წლისთვის კი ეს მონაცემი 490 მილიარდი აშშ დოლარი გახდება.

ორგანულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ გამოიწვია. მეორე მხრივ, ხშირია საკვებით მოწამვლის შემთხვევები, რაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს.

კონკრეტულმა პროდუქტმა ორგანულის ნიშანი რომ მიიღოს, მან წარმოების მკაცრი საერთაშორისო სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ორგანული პროდუქტის მიღება გულისხმობს პროცესს, რომელშიც არ არის ჩართული შხამ-ქიმიკატები, ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები, ნიტრატები, პესტიციდები, გენმოდიფიცირებული ინგრედიენტები, ზრდის ჰორმონები, ხოლო პროდუქტის ტრანსპორტირება და რეალიზაცია ხორციელდება განსაკუთრებული სიფრთხილით, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შეფუთვით. ნებისმიერ პროდუქტზე ორგანულობა აღინიშნება როგორც წარწერით (ORGANIC - BIO), აგრეთვე საერთაშორისო სიმბოლოთი, რომელიც მხოლოდ ორგანული (ბიო) საკვების შემთხვევაში არის დატანილი პროდუქტის შეფუთვაზე.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ორგანულ პროდუქტებს შორის მოთხოვნადია „ლურპაკის“ კარაქი, რომელიც ქსელურ მარკეტებშია ხელმისაწვდომი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დანიური ბრენდი „ლურპაკი“ ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. კარაქის წარმოების პროცესში იკრძალება ჰორმონებისა თუ ანტიბიოტიკების მიცემა ძროხებისთვის. „Lurpak“-ის ორგანული კარაქი სპეციალურად შექმნილ მცირე ორგანულ ფერმებში იწარმოება, სადაც არანაირი ქიმიური დანამატი არ ხვდება ძროხის საკვებში, ნიადაგი, რომელიც გამოიყენება საკვების მოსაყვანად არ მუშავდება სასუქით, მხოლოდ ბუნებრივად მიღებული გასანოყიერებელი საშუალებები შეიძლება დაემატოს. ორგანული ფერმების მდებარეობა განსაკუთრებული ყურადღებით არის შერჩეული, რომ ახლომდებარე ტერიტორიაზე არ იყოს ინდუსტრიული ზონა და ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს საუკეთესო. „ლურპაკი“ არის ერთადერთი ორგანული, ნამდვილი კარაქი, რომლის შეძენაც საქართველოშია შესაძლებელი.

წარმოების საკმაოდ რთული პროცესიდან გამომდინარე ორგანული პროდუქცია სხვა ანალოგებთან შედარებით, ძვირია. თუმცა მისი გამოყენება დღეს მომხმარებლების გონივრული არჩევანია. გარდა იმისა, რომ ორგანული პროდუქტის მიღებით, ვზრუნავთ საკუთარ თუ ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე, ამ გზით ჩვენ ვიცავთ და ვუფრთხილდებით გარემოს, ჩვენს პლანეტას, რომელსაც ბოლო პერიოდში დიდ ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავება უწევს. ეს კი არაეკოლოგიური პროდუქციის წარმოების პროცესის განსაკუთრებული ზრდითაა განპირობებული.

R