ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ კერამიკული ფილების შესახებ და როგორ უნდა შევარჩიოთ ის, რამდენიმე რჩევა იმისთვის რომ თქვენი ინტერიერი პრაქტიკული და მიმზიდველი იყოს

რა უნდა ვიცოდეთ კერამიკული ფილების შესახებ და როგორ უნდა შევარჩიოთ ის, რამდენიმე რჩევა იმისთვის რომ თქვენი ინტერიერი პრაქტიკული და მიმზიდველი იყოს

ინტერიერის მოწყობისას გემოვნებასთან ერთად ემოციაც უდიდეს როლს თამაშობს. ყველას გვაქვს სურვილი, ის სივრცე, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ, იქნება ეს სახლი თუ ოფისი, ისეთი შტრიხებით იყოს დატვირთული რომლებიც ჩვენს შინაგან სამყაროს შეესაბამება.

დღეს უნდა გაგაცნოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი კერამიკუული ფილების მწარმოებელი იტალიური ბრენდი - ABK. ამას განაპირობებს მისი შეუდარებელი ხარისხი, შემოქმედებითი ხედვა და წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალური მხარე.

იტალია, დიზაინისა და ხარისხის ქვეყანა

უნდა აღინიშნოს, რომ იტალია კერამიკული ფილების წარმოების მიმართულებით წამყვანი ქვეყანაა, როგორც ხარისხით ასევე დიზაინის მიმართულებით. ABK-ის კერამიკული ფილები იდეალურად ასახავს იტალიური ინდუსტრიისთვის დამახასიათებელ ხიბლსა და მშვენებას.

კერამიკული ფილების ეფექტები

ABK-ს კოლექციებში უამრავი ვიზუალის, ზომის და ეფექტის ნამუშევარია წარმოდგენილი. აქ შეგიძლიათ იხილოთ, ბუნებრივი ქვის, ხის, მეტალის, რეზინის, სხვადასხვა ფერის შპალერის და ჟანგის ეფექტის მქონე კერამიკლული ფილები. ეფექტები საშუალებას იძლევიან მივიღოთ სხვადასხვა სახის სასურველი ვიზუალი - კლასიკური, ვინტაჟური თუ ინდუსტრიული.

კერამიკული ფილების ზომები

ABK კიდევ ერთი უპირატესობა მისი ზომების მრავალფეროვნებაა. კოლექციებში ნამდვილად შესაძლებელია იპოვოთ თქვენთვის სასურველი ზომის ფილა, 10*10 დან 160*320 სანტიმეტრამდე, რომელიც იდეალურად მოერგება ნებისმიერ თქვენს ჩანაფიქრს.

ყველა ზომის კერამიკულ ფილას თავისი ესთეტიკური მხარე გააჩნია, თუმცა დიდი ფორმატის ფილები საშუალებას გვაძლევენ, დავფაროთ დიდი მოცულობის ზედაპირი ნაკლები გადაბმის ხაზით, რაც სივრცის მთლიანობას უზრუნველყოფს.

რეკომენდაციები სველი წერტილების მოსაპირკეთებლად

სივრცე რომლის მოპირკეთებასაც კერამიკული ფილებით აპირებთ და ის არც თუ ისე დიდია, მაშინ უმჯობესია არჩევანი ღია ფერის ფილებზე შეაჩეროთ.

სივრცეში, სადაც წყლის წვეთების მოხვედრის დიდი ალბათობაა, გლუვი ზედაპირის იატაკი მოცურების საფრთხისგან დაგვიცავს.

რას ნიშნავს რეტიფიცირება?

მაღალი სტანდარტის ფილები დამუშავების შემდგომ რეტიფიკაციის პროცესს გადის, მისი გვერდები მუშავდება ლაზერის საშუალებით, რაც მისი გვერდების იდეალურ სისწორეს უზრუნველყოფს. შეგვიძლია ასეთი ფილები ერთმანეთთან ნაკლები დაშორებით დავაგოთ და ამასთან ერთად მივიღოთ იდეალურად სწორი წყობა.

100% უსაფრთხო

იტალიური ნედლეულით დამზადებული კერამიკული ფილები ერთი მხრივ საშუალებას გვაძლევს, ინტერიერში დახვეწილი დიზაინი შევიტანოთ და მეორე მხრივ, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო შევქმნათ.

ABK- პროდუქციას ოფიციალურად კონცეპტუალური მულტიბრენდული შოურუმი - Mosaics -ი წარმოადგენს. ეს ის ადგილია სადაც შესაძლებელია ევროპული, მაღალი ხარისხის, თანამედროვე და განსხვავებული ინტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა.

სწორედ მათთვის ვინც საკუთარი ძალებით ცდილობს ინტერიერის განახლებას, Mosaics-მა ვიდეო რგოლების სერია დაიწყო, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე ტენდენციების, ბრენდების, რეკომენდაციების და პატარა ხრიკების შესახებ უყვება.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/PpB1ZEzVui0?si=lRMtksRzQZP6dSDO" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

R