ავტორი:

რუსეთში მკერდის გადიდების ოპერაციის ფასი გაორმაგდა - რას ასახელებენ ქირურგები ამის მიზეზად?

რუსეთში მკერდის გადიდების ოპერაციის ფასი გაორმაგდა - რას ასახელებენ ქირურგები ამის მიზეზად?

რუსეთში მკერდის გადიდების პლასტიკური ოპერაციის ფასი გაორმაგდა, ამის შესახებ რუსული მედია წერს. დედაქალაქის კლინიკების ქირურგებმა მკერდის გადიდებისთვის საჭირო სილიკონის იმპლანტების გაორმაგებულ ფასსა და ლოგისტიკის პრობლემებზე ისაუბრეს.

  • ახლა 200 ათასი რუბლის ნაცვლად, როგორც ერთი წლის წინ იყო, ოპერაციის ფასი 400 ათასი რუბლია, რაც დაახლოებით 11 700 ლარია. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული "სილიკონები", რომელიც ყველაზე პოპულარულია, კიდევ უფრო ძვირი დაჯდება.

მსგავს ფასებს ქირურგები გაცვლითი კურსით და ლოგისტიკური სირთულეებით ხსნიან. გარდა ამისა, იმპლანტების მომწოდებლები, პერიოდულად ზრდიან ფასს 10-15%-ით.

როგორც მედია წერს, ამ ფონზე, ბევრმა კლინიკამ, ოპერაციების ღირებულების შემცირების მიზნით, დაიწყო შიდა წარმოების სახარჯო მასალების გამოყენება და ჩინეთიდან ჩამოსული მოწყობილობებით მუშაობა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში დაიწყო მკერდისა და დუნდულებისთვის სილიკონის იმპლანტების წარმოების ქარხნის მშენებლობა, რომლის ამოქმედება 2025-2026 წლებში იგეგმება და ეს მოაგვარებს დეფიციტის პრობლემას და შეამცირებს პარალელური იმპორტის საჭიროებას, რაც დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთს ახლა აქვს.