ავტორი:

"გამოდის თუ არა ბატონი ოხანაშვილი "ნაცი", ვინაიდან ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს?" - გოცირიძე

"გამოდის თუ არა ბატონი ოხანაშვილი "ნაცი", ვინაიდან ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს?" - გოცირიძე

გამოდის თუ არა ბატონი ანრი ოხანაშვილი „ნაცი“, ვინაიდან როგორც აღმოჩნდა, ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს? - აღნიშნული კითხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

“როგორც ბატონმა ანრი ოხანაშვილმა ბრძანა, პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე ვეტო. მან ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან ეს მეხუთე ვეტოა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ ნომერია ხუთი, სალომე ზურაბიშვილი არის “ნაცი“.

გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს“, - განაცხადა გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საკომიტეტო სხდომაზე ხაზი გაუსვა, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს ვეტო რიგით მეხუთეა.

“დღეს არის მეხუთე ვეტო, რაც პრეზიდენტმა გამოიყენა. სიმბოლურია, რომ პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე. ეს მეხუთე რას ნიშნავს და ვისთან ასოცირდება, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.