ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის კედელი ჩამოინგრა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ფრაგმენტული ნგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
მათივე ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოქალაქეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს მანამ, სანამ აღნიშნულ შენობაში ცხოვრება უსაფრთხო არ იქნება.
"ნინოშვილის ქუჩაზე, მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე წყალარინების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობდა. პროექტის მსვლელობისას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ აღმოჩენილი იქნა კომპანია GWP-ს მილის დაზიანება, მყისიერად გადაეცა საკითხი აღნიშნულ კომპანიას, რომელმაც გუშინ დაიწყო პრობლემაზე მუშაობა.
ფრაგმენტული ნგრევის შედეგად არავინ დაზარალებულა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ და თუ საჭირო გახდა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მოქალაქეებს უზრუნველყოფს საცხოვრებლით, ვიდრე აღნიშნული შენობა არ იქნება უსაფრთხო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის“, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
"წითელ ხაზებში მოქცეულ ტერიტორიაზე სამუშაოს ჩვენი ინფორმაციით გამგეობის მიერ დაქირავებული კერძო კომპანია ახორციელებდა. კონრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ გამოიწვია ჯივიპის მფლობელობაში არსებული წყალარინების გარე ქსელის გაბიდვნაც, რის გამოც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მოუწია აღნიშნულ ქსელზე თავის მხრივ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. კორპუსის თაღის ფრაგმენტის ჩამოშლასთან ჯივიპის მფლობელობაში არსებულ ქსელს და მასზე წარმოებულ სამუშაოებს არანაირი კავშირი არ აქვს." - ნათქვამია განცხადებაში.