ავტორი:

"ასეთი მოვლენის ხილვა ცხოვრებაში ერთხელაა შესაძლებელი.." - NASA ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შესახებ განცხადებას აქვეყნებს

"ასეთი მოვლენის ხილვა ცხოვრებაში ერთხელაა შესაძლებელი.." - NASA ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შესახებ განცხადებას აქვეყნებს

NASA-ს თანახმად, ასეთი მოვლენის ხილვა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეგვიძლია. დედამიწის მახლობლად მყოფი ვარსკვლავი სუპერნოვამდე მიაღწევს (ზეახალი ვარსკვლავი გახდება) და შესაძლოა, მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელი გახდეს. ახალი ვარსკვლავის (იგივე Nova) აფეთქება ყოველ 80 წელიწადში ერთხელ ხდება.

  • Nasa-ს თქმით, არ არსებობს იმის რისკი, რომ ეს ძლიერი აფეთქება, რომელსაც წყალბადის ბომბის აფეთქების ძალა აქვს, დედამიწაზე რაიმე ზემოქმედებას მოახდენს.

როდესაც NASA ამბობს, რომ ვარსკვლავი "მახლობლად" მდებარეობს, რეალურად ნიშნავს, რომ ის ვარსკვლავურ სისტემაში დედამიწისგან 3 000 სინათლის წლის მანძილზეა. ვარსკვლავი T Coronae Borealis ან T CrB უკანასკნელად 1946 წელს აფეთქდა და ასტრონომების ინფორმაციით, ის 2024 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე პერიოდში კვლავ აფეთქდება.

ჩვეულებრივ, ვარსკვლავური სისტემა ძალიან ბუნდოვანია შეუიარაღებელი თვალით დასანახად, თუმცა სუპერნოვას დროს T Coronae Borealis რამდენიმე დღის განმავლობაში ისეთივე კაშკაშა იქნება, როგორც ჩრდილოეთის ვარსკვლავია (იგივე Polaris).

თუ გაინტერესებთ, ცაზე კონკრეტულად რა ადგილას გამოჩნდება ზეახალი ვარსკვლავი, ასტრონომები ამასაც გვეუბნებიან.T CrB ახალი ვარსკვლავის სახით კორონა ბორეალისის თანავარსკვლავედის მახლობლად გამოჩნდება. კორონა ბორეალისი ასევე ცნობილია, როგორც ჩრდილოეთის გვირგვინი და ის პატარა, U-ს ფორმის თანავარსკვლავედია. ჩრდილოეთის გვირგვინი კი ჰერკულესისისა და ჩექმის თანავარსკვლავედებს შორის მდებარეობს.

"ეს განმეორებადი ახალი ვარსკვლვის აფეთქება ჩვენს გალაქტიკაში ხუთიდან მხოლოდ ერთია. ეს იმიტომ ხდება, რომ T CrB ორეული სისტემაა, რომელიც თეთრ ჯუჯას და წითელ გიგანტს აერთიანებს. ეს ვარსკვლავები ერთმანეთთან იმდენად ახლოს არიან, რომ როცა წითელი გიგანტი მისი მზარდი ტემპერატურისა და წნევისგან არასტაბილური ხდება და გარე ფენების გამოდევნას იწყებს, ამ მატერიას თეთრი ჯუჯა თავის ზედაპირზე აგროვებს. თეთრი ჯუჯის ზედაპირული მკვრივი ატმოსფერო საბოლოოდ ისე თბება, რომ თერმობირთვულ რეაქციას იწვევს, რომელიც ახალ ვარსკვლავს წარმოშობს და შედეგად, მისი დანახვა დედამიწიდანაც შეგვიძლია",- დასძენს NASA.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა