ავტორი:

თანამედროვე მაუგლი: ვინ არის ქალი, რომელმაც ჯუნგლებში წლები იცხოვრა - მარინა ჩაპმენის მძიმე ცხოვრება, ოჯახი და შვილი დედის კვალზე

თანამედროვე მაუგლი: ვინ არის ქალი, რომელმაც ჯუნგლებში წლები იცხოვრა - მარინა ჩაპმენის მძიმე ცხოვრება, ოჯახი და შვილი დედის კვალზე

”მე ვისწავლე, როგორ ჩავიცვა და მოვიქცე ადამიანივით” - ეს ნაწყვეტია მაუგლი გოგონას ისტორიიდან, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ჯუნგლებში კაპუცინებთან (ყველაზე ჭკვიან მაიმუნის სახეობადაა მიჩნეული) ერთად ცხოვრობდა.

რამდენიმე წლის წინ მსოფლიომ შეიტყო წარმოუდგენელი ამბავი გატაცებული გოგონას შესახებ, რომელიც მაიმუნებმა გაზარდეს.

ისტორია ასე იწყება... ინგლისელი მარინა ჩაპმენი თავის ქალაქში ძალიან პატივსაცემი ქალი იყო. იდეალური დიასახლისი ზრდიდა შვილებს და მეგობრობდა ყველა მეზობელთან. არ უყვარდა ბავშვობაზე საუბარი და თუ ამ თემაზე კითხვებს მაინც დაუსვამდნენ, საუბარს სხვა მიმართულებით მიჰყავდა.

ერთ დღეს, უკვე ასაკში მყოფმა ვეღარ გაუძლო ცდუნებას და ქალიშვილებს თავისი საოცარი ამბავი უამბო.

გატაცება და კაპუცინთა ოჯახი

ყველაფერი 1954 წელს კოლუმბიაში დაიწყო. მარინა მაშინ მხოლოდ ხუთი წლის იყო და დიდ დროს ატარებდა ეზოში. ზაფხულის ერთ დღეს გოგონა ვერანდაზე დარბოდა, როდესაც გაიტაცეს. იმ დროს ძალიან ხშირი იყო ბავშვების გატაცების შემთხვევები: ქვეყანაში ყვაოდა ჩვილებით ვაჭრობის საქმე...

ახსოვს რომ ორმა ადამიანმა გაიტაცა, ერთ-ერთს მუქი ფერის კანი ჰქონდა, შემდეგ კი ტროპიკულ ტყეში მიატოვეს. ჯუნგლებში მარტო დარჩენილი ატირებული ბავშვი დიდხანს დადიოდა, როდესაც ძალიან დაღლილმა კაპუცინები დაინახა: ბევრი მაიმუნი იყო, ისინი ხტუნავდნენ ხიდან ხეზე... ბავშვმა ინსტინქტურად იგრძნო, რომ სხვაგვარად ვერ გადარჩებოდა ველურ ტყეში და მათ ფარას შეუერთდა.

"ვუყურებდი როგორ ჭამდნენ თხილსა და კენკრას, ვიმეორებდი მათ ქცევებს. მალე ოთხზე დავიწყე სიარული, არავინ მყავდა, ვისთანაც ადამიანის ენით ვისაუბრებდი.“ - ამბობს მარინა.

მაიმუნები მალე შეეჩვივნენ გოგონას, თუმცა ახალ გარემოსთან ადაპტირებისთვის და ჯუნგლებში გადარჩენისთვის ცხოველების ყველა ჩვევა უნდა მიეღო: ისწავლა მათ მსგავსად ჭამა, ტოტებზე ქანაობა და ხის ბუდეებში შეფარება ცუდი ამინდის დროს. მარინა ასე ცხოვრობდა ხუთი წელი, სანამ ერთ დღეს მონადირეებმა არ დაინახეს და თან წაიყვანეს.

მართალია, მამაკაცებმა გოგონა ჯუნგლებს მოაცილეს, მაგრამ აზრად არ მოსვლიათ, რომ მშობლებისთვის დაებრუნებინათ. მაუგლი გოგონა კიდევ ერთი სასტიკი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ქალაქის ბორდელში მიიყვანეს, სადაც აიძულეს პროსტიტუციაში ჩაბმულიყო. გოგონას კლიენტებს წარუდგენდნენ როგორც „ბუნების შვილს, რომელსაც შეუძლია არაჩვეულებრივი შეგრძნებების გადმოცემა“. მალე ბორდელს თავი დააღწია და ცხოვრება ქუჩაში გააგრძელა. ერთ-ერთ ოჯახში მოსამსახურედ აიყვანეს.

დიდ ბრიტანეთში გადასვლა

ახალ გარემოში გოგონას ადამიანურად ექცეოდნენ, მარინამ ახალი ცხოვრება დაიწყო. უფრო მეტიც, 1978 წელს მფლობელებმა, სადაც ის მუშაობდა, დიდ ბრიტანეთში გადასვლა გადაწყვიტეს და მარინაც თან წაიყვანეს. ახალი ქვეყანა, ახალი შთაბეჭდილებები - თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბრედფორდში, სადაც გოგონა ახლა ცხოვრობდა, გაიცნო ჯონ ჩემპენი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. შეყვარებულებმა იქორწინეს, მარინამ სამსახური მიატოვა და დიასახლისი გახდა, შემდეგ კი ორი ქალიშვილი შეეძინა.

"როცა ხალხთან მივედი, თავიდან უნდა მესწავლა, როგორ ვჭამო დანა-ჩანგლით, ჩავიცვა და საზოგადოებაში წესიერად მოვიქცე. ვცდილობდი ახალ ცხოვრებას შევსულიყავი, ისევე როგორც როცა კაპუცინების ფარას შევხვდი“ - ამბობს ქალი.

მიუხედავად ამისა, ჯუნგლებში გატარებული წლები პერიოდულად ახსენებდა თავს. ხანდახან მარინას თითქოს ავიწყდებოდა სად იყო და უცნაურად იწყებდა ქცევას. ქალიშვილ ვანესას სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება, როგორ მიესალმა დედა სკოლიდან სახლში მიმავალს. ქალი ხეზე ეკიდა და უსტვენდა.

ვიცოდი, რომ სხვა დედები ამას არ აკეთებდნენ, მაგრამ არ მრცხვენოდა. გარშემომყოფები ფიქრობდნენ, რომ ეს მისი ხასიათის ნაწილი იყო, რომ უბრალოდ მხიარული დედა გვყავდა. საერთოდ, ძალიან უყვარდა ბუნება და თავს მის ნაწილად გრძნობდა.

როდესაც მარინას ბავშვობის შესახებ სიმართლე ცნობილი გახდა, ოჯახშიც არ დაუჯერეს. სენსაციების მოყვარულმა ადამიანებმა კი განაცხადეს, რომ ქალს გაევლო სპეციალური ტესტები, რომლებიც გამოავლენდნენ სიმართლეს. მაგალითად, პატარა ბავშვი ვერ გადარჩებოდა ჯუნგლებში. და მას კიდევ უფრო ნაკლები შანსი ჰქონდა სრულფასოვან ცხოვრებას დაბრუნებოდა. მათ არც კი უფიქრიათ, რომ ყველაზე ველური ბუნება ზოგჯერ უფრო კეთილი და მოწყალეა, ვიდრე ეგრეთ წოდებული ცივილიზებული საზოგადოება... და რა თქმა უნდა, სკეპტიკოსებს გაუკვირდათ, როდესაც ხანში შესული ქალის სისხლში აღმოაჩინეს დაავადების კვალი, რომლითაც შეიძლება მხოლოდ ტროპიკულ ტყეში ცხოვრებისას დაინფიცირდე.

შვილები

მარინა ცდილობდა გოგონები ტრადიციების შესაბამისად აღეზარდა. უფროსი ჯოანა გახდა საჯარო მოხელე, დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. უმცროსი ვანესა 15 წლიანი ქორწინების შემდეგ ქმარს გაშორდა და კოლუმბიაში, ჯუნგლებში წავიდა, სადაც ერთ დროს დედამისი ცხოვრობდა, რათა იქ სახლი აეშენებინა.

ქალიშვილის საქციელის შესახებ რომ გაიგო, მარინა თავიდან შეშინებული იყო...

"ჩემს ოთახში ყოველთვის ბევრი პეიზაჟი ეკიდა. ჩემი ბიძაშვილი დამცინოდა მითხრა, ალბათ, ჯუნგლებს ეკუთვნიო, რადგან ბუნება ძალიან მიყვარდა. როდესაც რეალურად შევედი ტყეში, მივხვდი, რომ თანამედროვე ადამიანისთვის, ჩვეულებრივ, დიდი უფსკრულია სიტყვასა და საქმეს შორის, იმას შორის, თუ როგორ სურს მას ცხოვრება და როგორ ცხოვრობს რეალურად. დედა, რა თქმა უნდა, წუხს ჩემზე, მაგრამ არ მაიძულებს, რომ დავბრუნდე, რადგან იცის, რომ აქ თავს კარგად ვგრძნობ. პირველად ვიგრძენი თავი სახლში" - ამბობს ქალი.

მან სამი წელი დახარჯა ჯუნგლებში სახლის აშენებაზე. მას აქვს ყველაფერი, მათ შორის Wi-Fi. ვანესა ჭამს ექსკლუზიურად "თავისი ბაღიდან" - ის ზრდის ბანანს და სხვადასხვა ტოპიკულ ხილს.

2013 წელს მარინამ და ვანესამ ერთობლივად დაწერეს წიგნი ჯუნგლების შესახებ სახელწოდებით "უსახელო გოგონა".

ოჯახთან ერთად

ახლა მარინა სამოცდაათზე მეტი წლისაა, ვანესა კი ორმოცის, ისინი ხშირად ესწრებიან თოქ-შოუებს, საუბრობენ ტროპიკულ ტყეში ცხოვრებაზე და თამაშებენ დოკუმენტურ ფილმებში.